მეტრო 2033

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მეტრო 2033“
Метро 2033
ავტორი დიმიტრი გლუხოვსკი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
სერია მეტრო
ჟანრი ფანტასტიკა, პოსტაპოკალიფსი
გამომცემელი ეკსმო
პოპულარული ლიტერატურა (მეორე გამოცემა)
გამოცემის თარიღი 2005
2007 (მეორე გამოცემა)
მთარგმნელი ქეთევან ამირეჯიბი
ქართულად გამოიცა 2015 (წიგნები ბათუმში)
გვერდი 544
381 (მეორე გამოცემა)
მომდევნო მეტრო 2034
ISBN 5-699-13613-4

მეტრო 2033“ (რუს. Метро́ 2033) — რუსი მწერლის, დიმიტრი გლუხოვსკის პოსტაპოკალიფსური რომანი, გამოცემული 2005 წელს. მასში აღწერილია მოსკოვის მეტროში ადამიანების სიცოცხლე ბირთვული ომის შემდეგ. პირველად გამოიცა 2005 წელს, გამომცემლობა „ეკსმოს“ მიერ, ხელახლა კი — 2007 წელს, გამომცემლობაში „პოპულარული ლიტერატურა“. ევროპულ ლიტერატურულ კონკურს Eurocon-ზე გაიმარჯვა 2007 წლის საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში[1].

ხელახალი გამოცემის 100 ათასიანი ტირაჟი სამი თვის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა, ამიტომ გამომცემლობამ გამოსცა დამატებით 100 000 ასლი[2], რომელიც 2008 წლის ბოლოსთვის ასევე სრულად გაიყიდა. მესამე ტირაჟი 50 000-ს შეადგენდა[3]. წიგნის ერთ-ერთი პრეზენტაცია გაიმართა რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროს ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ბუნკერში, ტაგანკაზე, 60 მეტრის სიღრმეზე. რომანის მიხედვით აგრეთვე გადაღებულია ვიდეო თამაში Metro 2033.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]