მეტაფრასი Q-39

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტაფრასი Q-39საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში Q-39-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 488 ფურცელს, მისი ზომებია 32X22 სმ. შესრულებულია ქაღალდზე. ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა (დაზიანებული). მომგებელი – მოქველი მთავარეპისკოპოსი ეფვთჲმე საყვარელიძე. გადამწერი – ნავკრატიოზ ციმცაძე. დათარიღებულია ექვთიმე საყვარელიძის მოქვის მთავარეპისკოპოსად ყოფნის მიხედვით – 1578-1611 წწ. ამ პერიოდში ის უკვე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსია, მაგრამ მოქვის მღვდელმთავართა ქრონოლოგიურ რიგზე მომუშავე მეცნიერები ასეთ ზუსტ თარიღს ვერ იძლევიან. ექვთიმე საყვარელიძის მოღვაწეობას მოქვის კათედრაზე XVI საუკუნის II ნახევრით განსაზღვრავს გ. კალანდია, ხოლო ბ. ხორავა უფრო აკონკრეტებს მისი მმართველობის წლებს XVI საუკუნის 50-70-იან წლებით. ხელნაწერის ანდერძის თანახმად ეფთვიმე საყვარელიძეს მეტაფრასი მოქვის ტაძრისთვის შეუწირავს:

ვიკიციტატა
„შენ ცათა უვრცელესო და ქერობინთა უზეშთაესო, პატიოსანო მოქჲსა ღ(მრთ)ისმშობელო, მე მოქველ მთავარეპისკოპოსმან ეფთჲმე საყვარელიძემან, დავაწერინე ესე სულთა განმანათლებელი პატიოსანი მეტაპრასი და შემოგწირე სახსრად და საოხად სულისა ჩემისათა.“
ვიკიციტატა
„ამა წიგნისა მეტაფრასისა მწერალსა ნავკრატიოზს ციმცაძესა შეუნდევ, უფალო ღმერთო“
ვიკიციტატა
„ანდერძი იხსენიებს, მათ შორის თავის ოჯახის წევრებთან ერთად.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სახელმწიფ ომუზეუმის ხელნაწერთა ახალი(Q) კოლექცია, ტ. I. შედგენილი ე. მეტრეველისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ. აბულაძის რედაქციით. თბ., 1957, გვ. 52.
  • კალანდია გ.ოდიშის საეპიკოპოსოები, თბ., 2004, გვ. 134.
  • ხორავა ბ. მოქველ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი, საისტორიო ძიებანი, ტ. I, თბ., 1990, გვ. 51.
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ახალი(Q) კოლექცია, ტ. I. შედგენილი ე. მეტრეველისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ.აბულაძის რედაქციით. თბ., 1957, გვ. 52