მესაწოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მესაწოლემეფის საწოლის მომსახურე და მცველი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მესაწოლნი ბევრნი იყვნენ: ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით „შჳდასი სახლი მესაწოლე არის; და გლეხი რვა სახლია და სხვა ყოველივე — აზნაური“. მესაწოლთა ერთ ჯგუფს „წინამწოლნი“ შეადგენდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს საწოლის ღვთისმშობლის სანიადაგო სანთელ-კანდელი ებარა. როდესაც მეფე სადმე გაემგზავრებოდა, მას „შჳდასივე შუბოსანი“ მესაწოლე მცველად მიჰყვებოდა. მესაწოლეები მესაწოლთუხუცესს ემორჩილებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;