მერი ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერი ჭელიძე (დ. 5 ნოემბერი, 1923, კასპი, — გ. 2011) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სკკპ წევრი 1953 წლიდან. 1962-1967 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას. მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიისა და ელინიზმის ფილოსოფიის შესახებ. იყო დიალექტიკის ისტორიის მკვლევარი, მისი შრომები ეხება ანტიკურ ფილოსოფიას, მარქსისტულ ფილოსოფიას, გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს და ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიას. მისი მონაწილეობით შედგენილია სახელმძღვანელოები ფილოსოფიის ზოგად, შუა საუკუნეებისა და XX საუკუნის ბურჟუაზიულ ფილოსოფიის ისტორიაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბ., 2002, გვ. 332 ISBN 99928-33-95-5
  • ელინიზმის ფილოსოფია, თბ., 1992, გვ. 360 ISBN 5-511-00470-7
  • ქართველ და უკრაინელ ხალხთა თანამეგობრობის ფურცლები, თბ., 1990, გვ. 83

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]