მერაბ აბრამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბრამიშვილი.
მერაბ აბრამიშვილი

მერაბ აბრამიშვილი (დ. 16 მარტი, 1957 — გ. 22 ივნისი, 2006) — ქართველი მხატვარი.

1974 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის #47 საშუალო სკოლა. 1972–1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი „ამირანის ეპოსი“, ილუსტრაციები (ხელმძღვანელი თ.ყუბანეიშვილი). მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1988–2006). 2006 წლის 22 ივნისს მხატვარი მერაბ აბრამიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარში „ვინ ვინაა საქართველოში“.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1988–90 — თბილისი, მხატვრების სახლი
  • 1989 — ვარშავა
  • 1990 — პარიზი
  • 1993 — Artforum Gallery, Hanover
  • 1994 — „Orient Gallery“, თბილისი, პერსონალური გამოფენა
  • 1995 — „TMS“ Gallery, თბილისი
  • 1996 — Zeidel Gallery, Cologne
  • 1995–99 — თანამედროვე მხატვრობის გალერეა, თბილისი
  • 2004 — პერსონალური გამოფენა „Baia“ Gallery, თბილისი
  • 2005 — პერსონალური გამოფენა „TMS“ Gallery, თბილისი
  • 2012 — 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ახალ გალერეაში“
  • 2016 — გამოფენა ზურაბ წერეთლის მუზეუმში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]