მენისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენისკი სახსარში
მენისკი

მენისკიმუხლის სახსარში ჩართული 2 ნამგლის მოყვანილობის სახსარშიგა ხრტილი. მენისკები მდებარეობს დიდი წვივის როკებზე ზემოდან, მათი გარეთა განიერი ნაპირი შეხორცებულია მუხლის სახსრის ჩანთასთან, წინა ბოლოებს კი ერთმანეთთან აკავშირებს მუხლის განივი იოგი. მენისკი ასუსტებს მოძრაობით გამოწვეულ მექანიკურ ტრავმას, ამცირებს ხახუნს და ზრდის მუხლის სახსარში შემავალი ძვლების სასახსრე ზედაპირების შესატყვისობას (კონგრუენტობას). მენისკი ყველაზე ხშირად უზიანდებათ სპორტსმენებს, უმეტესად ფეხბურთელებს, სიმაღლეზე მხტომელებს, მოჭიდავეებს, აგრეთვე ბალეტის მსახიობებს. მენისკთან ერთად ხშირად ზიანდება მუხლის სახსრის სხვა ელემენტებიც. მენისკის დაზიანებისას საჭიროა მენისკის მთლიანად ან მისი ნაწილის ოპერაციული მოცილება. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია სახსრის ფიქსაცია (7-10 დღე), 10-14 დღის შემდეგ სახსრის მსუბუქი დატვირთვა; გაურთულებელ შემთხვევაში 5-6 კვირის შემდეგ სახსრის ფუნქცია სრულიად აღდგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]