მეთიუ გრეი გუბლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეთიუ გრეი გუბლერი
Matthew Gray Gubler takes a pic with Greg2600 in New York City 2017.jpg
დაბადების სახელი მეთიუ გრეი გუბლერი
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1980 (1980-03-09) (40 წლის)
ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
პროფესია მსახიობი
მოდელი
პროდიუსერი
რეჟისორი
მხატვარი
მშობლები მამა: ჯონ გუბლერი
დედა: მერილინ გუბლერი
საიტი matthewgraygubler.com

მეთიუ გრეი გუბლერი (ინგლ. Matthew Gray Gubler, დ. 9 მარტი, 1980) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მოდელი, მხატვარი და ავტორი. ის ცნობილია დოქტორ სპენსერ რიდის როლით დეტექტიურ სერიალში „კრიმინალური აზროვნება“. აგრეთვე მონაწილეობს რამდენიმე სხვა ცნობილ ფილმში, როგორიც არის „სამერის (500) დღე“, „გარეუბნის გოთიკა “ და ა.შ. აგრეთვე „ელვინი და თახვები“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთიუ გრეი გუბლერი დაიბადა 1980 წლის 9 მარტს, ლას-ვეგასში, მერილინ და ჯონ გუბლერების ოჯახში. დედამისი პოლიტიკური კონსულტანტია, ხოლო მამამისი ადვოკატი. მეთიუ ფილმების გადაღებას სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში[1]. (NYU)

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, დაიწყო მოდელობა და მოხვდა 46-ე ადგილზე models.com-ის 50 მამაკაცი მოდელიდან[2].

მსახიობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც მოდელი გახდა, დაუმეგობრდა უეს ანდერსონს, რომელმაც 2004 წელს გადაიღო თავის ფილმში „სტივ ზისუს წყალში ცხოვრება“. ამის შემდეგ, 2005 წელს, ის გადაიღეს „კრიმინალურ აზროვნებაში“.

მას აგრეთვე ჰქონდა პატარა როლი ფილმში „საგიჟეთი“, სადაც ჯო ჯოს როლს ასრულებდა. ახმოვანებდა საიმონს „ელვინის და თახვების“ ყველა ნაწილში. განასახიერებდა ბარტის, მთავარ პერსონაჟს ფილმში „როგორ გავხდეთ სერიული მკვლელი“ და პოლს „სამერის (500) დღეში“.

2014 წელს გამოჩნდა ფილმებში „თუ შენი შეყვარებული ზომბია“ და „გარეუბნის გოთიკა“. აგრეთვე შეასრულა როლი ფილმში „მძარცველთა ბანდა“

მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან გუბლერი თავის ნახატებს საკუთარ საიტზე აქვეყნებდა. იგი ხატავდა ზეთის, აკვარელის და გუაშის საღებავებით, ისევე, როგორც პასტელებით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად ინგლისურად როლი
2004 სტივ ზისუს წყალში ცხოვრება The Life Aquatic with Steve Zissou
2006 საგიჟეთი RV ჯო ჯო
2007 ელვინი და თახვები Alvin and the Chipmunks საიმონი (ხმა)
2008 დიდი ბაკ ჰოვარდი The Great Buck Howard რასელი
2008 როგორ გავხდეთ სერიული მკვლელი How to Be a Serial Killer ბარტი
2009 სამერის (500) დღე (500) Days of Summer[3] პოლი
2009 ელვინი და თახვები 2 Alvin and the Chipmunks: The Squeakquel საიმონი (ხმა)
2010 ლამაზი გოგონას მახინჯი სიცოცხლე The Ugly Life of a Beautiful Girl ზიგი
2011 სუპერმენი: გაერთიანება All-Star Superman ჯიმი ოლსენი (ხმა)
2011 სკუბი-დუ და ფანტოზავრის ლეგენდა Scooby-Doo! Legend of the Phantosaur უინსორი (ხმა)
2011 ელვინი და თახვები 3 Alvin and the Chipmunks: Chipwrecked საიმონი (ხმა)
2012 მოკვეთა Excision მისტერი კლეიბაუ
2014 თუ შენი შეყვარებული ზომბია Life After Beth კაილ ორფმანი
2014 გარეუბნის გოთიკა Suburban Gothic რეიმონდი
2014 ბეტმენი: თავდასხმა არხამზე Batman: Assault on Arkham ედუარდ ნიგმა (ხმა)
2015 ელვინი და თახვები 4 Alvin and the Chipmunks: The Road Chip საიმონი (ხმა)
2015 მძარცველთა ბანდა Band of Robbers ჯო ჰარპერი
2016 ხანძარი ნაგავსაყრელზე Trash Fire კალები
2005-2017 კრიმინალური აზროვნება Criminal Minds დოქტორი სპენსერ რიდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Las Vegas Review-Journal. Las Vegas Review-Journal. ციტირების თარიღი: 8 July 2015.
  2. models.com, Matthew Gray Gubler, former top 50 model, at models.com Archived March 4, 2016, საიტზე Wayback Machine.
  3. გოგონას ჰქვია სამერი, ამიტომაც ითარგმნება როგორც სამერის (500) დღე