მედიავიკის განხილვა:Talkexists

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი ასე აჯობებს:

თავად გვერდი წარმატებით გადავიდა, ხოლო განხილვის გვერდი ვერ გადავიდა, ვინაიდან ის უკვე არსებობს ახალი სათაურით. გთხოვთ მანუალურად განაცალკევოთ ეს გვერდები.

"თვითონ" კუთხურად ჟღერს, "თავად" ჯობია. ა.

ციტირება ქართული განმარტებითი ლექსიკონიდან (გვერდი 522 I ტომი): თვითონ 1. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი: სხვის დაუხმარებლად სხვის ჩაურევლად, პირადად. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო. 2. იგივეა, რაც თვით (მნიშვნელობა 2).

თვით (მნიშვნელობა 2) სხვისი დახმარების გარეშე შესრულებულს. მაგ. თვითდინება, თვითგამორკვევა, თვითგანვითარება, თვითმავალი.

იგივე ლექსიკონი გვ. 509 - თავად იგივეა, რაც თვითონ მაგ., ჩემ თავად (ჩემდა თავად) - მე თვითონ , ჩემი მხრით.

არ დამეზარა ამის გადმოწერა - თვითონ ნამდვილად არ არის კუთხური. რადგანაც ვერ ვთანხმდებით დაველოდოთ სხვას. Zangala 22:20, 27 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

სიტყვაზე არ გეკამათები, თავად ფრაზა ჟღერს არა თანამედროვედ, არქაულად. თვითონ-ის შემოკლებული ვერსია "თვით" ერთ-ერთი ალტერნატივაა. ნუ, ეს ჩემი აზრია. ალს.

თვითონ და თვით - უფრო უსულოზე ითქმის, ხოლო თავად - უფრო სულიერზე. თუ თვითონ არ მოგწონს და გეხამუშება თვით-ზე გადავაკეთებ. უბრალოდ წინა პასუხი იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა მეთქვა - სიტყვა "თვითონ" კუთხური არ არის. Zangala 18:30, 28 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ხალხო მანუალურად კი არა ხელით!--ტრულალა () 07:27, 3 ოქტომბერი 2006 (UTC)[უპასუხე]