მედიავიკის განხილვა:Gadget-editing

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ვიკიპედიის დაარსების დღიდან edit- თარგმნილია როგორც "რედაქტირება". --ცანგალა () 14:09, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ესე იგი თავ იდანვე არასწორედ თარგმნე.--გიორგი, 14:13, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავიჯერო სოფო, მალაფაია, ტრულალა, ისლანდი, ალსანდრო, ავთანდილი და მე - ყველამ არასწორად ვთარგმნეთ? მგონი ყავახანაში ამაზე საუბარი გვქონდა. როგორ გადაწყდა, როგორც არნოლდ ჩიქობავა განმარტებას იძლევა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში თუ როგორც შენ საუბრობ ამაზე? --ცანგალა () 14:19, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი მე. დამატებითი კითხვები? --გიორგი, 14:21, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

პასუხი ვერ გავიგე. --ცანგალა () 15:55, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

პასუხი სად წერს ჩიქობავა რომ რედაქტირება შესწორებაზე უკეთესია?--გიორგი, 16:38, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირება იგივეა, რაც რედაქცია (მნიშვნელობა 1). წიგნის რედაქტირება ქართული განმარტებითი ლექსიკონი ტ. 2 გვ. 824, თბ., 1990
რედაქცია (ფრ.) 1. გასწორება, ლიტერატურულად დამუშავება, დასაბეჭდას მომზადება (ტექსტისა, ხელნაწერისა). იქვე.
შესწორება 1. დამატება, რაც ცვლის რასმე. რეზოლუცია მიიღეს შესწორებებით 2. სახელი შეასწორებს, შესწორდება ზმნათა მოქმედებისა. ქართული განმარტებითი ლექსიკონი ტ. 2 გვ. 1073, თბ., 1990
ეს არის ინფორმაციის განმარტება. ვიკიპედიაში კი ტექსტების რედაქტირება ხდება. შენ კი მოიტანე ინფორმაცია, რომ „შესწორება“ უკეთესია, ვიდრე „რედაქტირება“. --ცანგალა () 16:49, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო - ენის სიწმინდის დაცვა ნეოლოგიზმებით შევსების ნაცვლად.--გიორგი, 16:51, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვინ საუბრობს ამაზე? ვინ?--ცანგალა () 16:55, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
მე. შენც მემგონი აღიარებ რომ რედაქტირება ფრანგულია?--გიორგი, 16:59, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
რედაქტირება, რომელიც დამკვიდრებულია ქართული ენსა და ლიტერატურაში. იქნებ გადახედო, თუ როგორი განმარტებები უწერიათ რედაქტირებასა და შესწორებას. ამაზე ცანგალა კი არ საუბრობს არამედ მთელი მეცნიერებები. --ცანგალა () 17:03, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ადამიანებს ნუ ატყუებ. არცერთი მეცნიერი არ წერს რომ ქართული ენა უნდა აივსოს ფრანგული ნეოლოგიზმებით ქართული სიტყვების იგნორებით.--გიორგი, 17:14, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მიუთითე სად წერია და ვინ დაწერა. კარგად წაიკითხე ამ სიტყვების განმარტებები. ქართულად როგორ არის არქიტექტურა?--ცანგალა () 17:22, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ხუროთმოძღვრება.--გიორგი, 17:23, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად რედაქტირება უფრო მომწონდა და არ ვთვლი, რომ შესწორება უფრო ქართულია--დათო_დათო 17:26, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ყავახანაში ამასთან დაკავშირებით უკვე დავწერე და აქაც დავწერ: კი ბატონო, შესწორება ქართულია და რედაქტირება ინგლისური, მაგრამ ეს ორი სიტყვა არაა იდენტური შინაარსის. რედაქტირება სტატიის მომზადებას, ან მის ჩასწორებას ჰქვია გამოსაქვეყნებლად, შესწორება კი უკვე დაწერილის გადასხვანაირებაა. ლექსიკონის, ენციკლოპედიის და მისთ. სტატიების დამუშავებას რედაქცია, ანუ რედაქტირება ჰქვია. რედაქტირების შეცვლა შესწორებით დაახლოებით იმას ჰგავს, კომპიუტერი რომ შევცვალოთ გამომთვლელით, აეროპორტი – ჰაერნავსადგურით და ა. შ. (თუმცა, ეს მაგალითები იმით განსხვავდება, რომ ორივე სიტყვის მნიშვნელობა ერთი და იგივეა, ჩვენ შემთხვევაში კი ასე არაა). ასე რომ, უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი რედაქტირება. — დათო პასუხი 18:27, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • მე ყავახანაში ამასთან დაკავშირებით უკვე დავწერე და აქაც დავწერ: კი

ბატონო, შესწორება ქართულია და რედაქტირება ინგლისური,

რედაქტირება ფრანგულია.
  • მაგრამ ეს ორი სიტყვა არაა იდენტური შინაარსის.
შესწორება უბიძგებს მომხმარებელს შეასწოროს მცირე შეცდომა. სტატისტიკას დახედეთ თუნდაც - რაც ეს სიტყვა შემოვიღეთ, უფრო მეტი მცირე შესწორება გაჩნდა. არა?--გიორგი, 18:53, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, დაველოდოთ კიდევ სხვების აზრსაც. რედაქტირების განმარტებაა - გასწორება, ლიტერატურულად დამუშავება, დასაბეჭდას მომზადება (ტექსტისა, ხელნაწერისა). ვიკიპედიაში ზუსტად რედაქტირება ხდება. რატომ არ გინდა რომ დაეთანხმო მომხმარებელთა აზრს? ადმინისტრატორობა არ ნიშნავს იმას რომ უმრავლესობის აზრს შეეწინააღმდეგო.--ცანგალა () 20:25, 7 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამას ვინ მეუბნება? ვააა... ლოგოზე ეს რატომ არ გახსოვდა?--გიორგი, 04:27, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

იმ საშინელ ლოგოს გულისხმობ? რაც შეეხება რედაქტირებას - ამ განხილვის გვერდზე სამი მომხმარებელი რედაქტირების მომხრეა შენ კი კვლავ შესწორებაზე გაქვს. ცანგალა () 18:41, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩაატარე არჩევნები. თუ მასე დარწმუნებული ხარ. ვინ გიშლის?--გიორგი, 18:42, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი, იმ საშინელ ლოგოზე.--გიორგი, 18:43, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საშინელი რომ იყო იმიტომ იყო საჭირო, რომ გაუქმებულიყო. რაც შეეხება კენჭისყრას, რომ ჩაატარე ყავახანაში რამდენმა დაგიჭირა მხარი? --ცანგალა () 18:48, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეს კენჭისყრა გგონია? :))) მოაწყე წესიერი და მიიღე მონაწილეობა.--გიორგი, 18:50, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ლოგოს საშინელებაზე შენ არ უნდა იმსჯელო - უმრავლესობის აზრს პატივი რომ არ ეცი ხომ ხედავ.--გიორგი, 18:50, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ჩემი აზრი გამოვთქვი ლოგოზე. ამის უფლება ყველა მომხმარებელს აქვს. ეს განხილვის გვერდი კენჭისყრა არ მგონია. მე ვსაუბრობ იმ კენჭისყრაზე შენ რომ ყავახანაში წამოიწყე და შენითვე დამთავრდა. ე. ი. არავინ არ მიიღო მონაწილეობა. --ცანგალა () 19:55, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

არავინ არ გიკრძალავს მოაწყო განხილვა.--გიორგი, 19:57, 8 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]