მებულულესებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მებულულესებრნი
Ochotona princeps
ამერიკული მებულულე (Ochotona princeps)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კურდღლისნაირნი
ოჯახი:  მებულულესებრნი
ლათინური სახელი
Ochotonidae (Thomas, 1897)
სინონიმები
  • Lagomina (Gray, 1825)
  • Lagomyidae (Lilljeborg, 1866)
  • Prolaginae (Gureev, 1960)[1]

მებულულესებრნი (ლათ. Ochotonidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კურდღლისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. აქვთ მოკლე და ფართო ყურები, ძალზე მოკლე კუდი. გრძელი ვიბრისები. ოჯახში 1 თანამედროვე გვარის 12 სახეობაა. გავრცელებულია აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ზამთრისათვის იმარაგებენ ბალახს და ტოტებს, რომელთაც პატარ-პატარა ბულულებად აწყობენ (აქედან წარმოდგება მათი სახელწოდება). შობენ 5-6 ნაშიერს. ზოგიერთი სახეობა შავი ჭირის გამომწვევის გადამტანია.

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]