მატრონა და სტალინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატრონა და სტალინი“ (რუს. Матрона и Сталин), სრული სახელწოდება - „ნეტარი მატრონა ლოცავს იოსებ სტალინს“ (რუს. «Блаженная Матрона благословляет Иосифа Сталина»)[1] — არაკანონიკური ხატი, რომელზეც გამოსახულია წმინდა მატრონა მოსკოველი (1885—1952) და იოსებ სტალინი.[2] 2008 წლიდან, მცირე დროის განმავლობაში, ხატის ადგილსამყოფელი იყო წმინდა ოლღას ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. ხატი დაწერა ილია პივნიკმა.[3]

ხატის სიუჟეტი ასევე გვხვდება სხვადასხვა რუსულ ქალაქში არსებულ ხატებში.[4] თავად ხატის შექმნის ინიციატორის, ევსტაფი ჟაკოვის მოსაზრებით „ხატი კანონიკურია, რადგანაც გააჩნია ყველა საჭირო ატრიბუტი“.[4]

სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის განცხადებით, „ეს გამოსახულება არაკანონიკურია, რადგანაც სტალინის და წმინდა მატრონას საუბარი არის მხოლოდ ლეგენდა, რაც სინამდვილეში არ მომხდარა“.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Скандал: в РПЦ завелись сталинисты. Независимая газета (2008-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-06. ციტირების თარიღი: 2013-02-13.
  2. „Настоятель храма, в котором была выставлена икона с изображением Сталина, подал прошение об отставке“. Церковно-Научный Центр «Православная Энциклопедия». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2019-12-15.
  3. В московской церкви обнаружили икону со Сталиным. ФОТО. Мир (2010-10-21). ციტირების თარიღი: 2019-12-15.
  4. 4.0 4.1 Сталин: время, люди, Империя - Сталин и время. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-18. ციტირების თარიღი: 2019-12-15.
  5. «Икону» Сталина убрали из церкви в Стрельне, её настоятель покидает пост. Интерфакс-Религия. ციტირების თარიღი: 2019-12-15.