მატრიოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გახსნილი მატრიოშკა

მატრიოშკები ან მატრიოშკა (რუს матрёшки ან матрёшка, კნინობითი ფორმაა „Матрёна-სი“, უახლოვდება ლათინურ Matrona-ს, ცნობილი ქალბატონი, ოჯახის დედა) — რუსული ხის სათამაშო მოხატული თოჯინის ფორმისა, რომლის შიგნითაც მომცრო ზომის მსგავსი თოჯინებია. ჩაწყობილი თოჯინების რაოდენობა, ჩვეულებრივ, ექვსია ან მეტი. თითქმის ყველა მათგანი ცილინდრული ფორმისაა. მათ არ გააჩნიათ ხელები (მხოლოდ მიხატული აქვთ). ტრადიციისამებრ, იხატება ქალი სარაფანში, თუმცა, შიგნით შეიძლება კაციც იყოს ჩასმული. ყველაზე პატარა ფიგურა, რომელიც არ იხსნება, ბავშვია ხოლმე. მოსახატი თემა შეიძლება ერთობ განსხვავებული იყოს: ზღაპრული პერსონაჟებით დაწყებული, პოლიტიკური პერსონებით დამთავრებული.

მატრიოშკები რუსეთში ჩასული ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სუვენირს წარმოადგენს.

მატრიოშკების გაჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩნეულია, რომ რუსული მატრიოშკა იაპონური ნიმუშის მიხედვით გამოითალა. ზოგიერთი მონაცემებით, მატრიოშკები რუსეთში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ შეიტანეს, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები იაპონიიდან სამშოლბლოში დაბრუნდნენ.

მატრიოშკის რუსული ფორმის შექმნა ხარატ ვ. პ. ზვიოზდოჩკინს მიეწერება 1890-იან წლებში, ხოლო პირველი მოხატულობის ავტორი პროფესიონალი მხატვარი ს. ვ. მალიუტინი იყო. მატრიოშკის გამოჩენამდე, რუსი ოსტატები სააღდგომი გასახსნელ ხის კვერცხებს აკეთებდნენ. ამგვარად, რუსული და იაპონური მატრიოშკის მემკვიდრეობითობის საკითხი, პასუხგაუცემელი რჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: