მატანუსკის მყინვარი
იერსახე
მატანუსკის მყინვარი
| |
---|---|
Matanuska Glacier | |
მატანუსკის მყინვარი | |
კოორდინატები: 61°39′21″ ჩ. გ. 147°34′52″ დ. გ. / 61.65583° ჩ. გ. 147.58111° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიგრძე | 43 კმ |
სიგანე | 6,4 კმ |
ტიპი | ხეობური |
მატანუსკის მყინვარი (ინგლ. Matanuska Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ალასკაზე, ჩუგაჩის მთებში. მდებარეობს ანკორიჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 160 კმ-ში. სიგრძე 43 კმ, სიგანე 6,4 კმ. მყინვარის ბოლო კვებას მდინარე მატანუსკას. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა უჩვენა, რომ მყინვარის ფართობი იზრდება. მყინვარი დღე-ღამეში მოძრაობს დაახლოებით 30 სმ სიჩქარით. მატანუსკის მყინვარი აღწევს გზატკეცილამდე, რის გამოც შესაძლებელია მყინვარამდე მიღწევა ავტომობილით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მატანუსკის მყინვარი“ ვიკისაწყობში.
- გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა დაარქივებული 2017-01-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მატანუსკის მყინვარი დაარქივებული 2012-11-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)