მარცელი ნენცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცელი ნენცკი
დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1847(1847-01-15)[1] [2]
დაბ. ადგილი ბოჩკი
გარდ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1901(1901-10-14)[1] [2] (54 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია Protestant Reformed Cemetery in Warsaw
მოქალაქეობა პოლონეთი
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი და ექიმი
ალმა-მატერი Bolesław I the Brave High School in Piotrków Trybunalski
განთქმული მოსწავლეები Ludwig Brieger
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი

მარცელი ვილჰელმის ძე ნენცკი (პოლ. Wilhelm Marceli Nencki; დ. 15 იანვარი, 1847, ბოჩკი, პოლონეთი — გ. 14 ოქტომბერი, 1901, პეტერბურგი) — პოლონელი ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი. 1877-1890 წლებში ბერნის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიური ქიმიის პროფესორი. 1891 წლიდან განაგებდა პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ქმიმიურ განყოფილებას. სწავლობდა ორგანიზმში შარდოვანას სინთეზს, მიუთითა ღვიძლის როლზე ამ პროცესში და შეიმუშავა (ივანე პავლოვთან ერთად) ძუძუმწოვრების ორგანიზმში შარდოვანას სინთეზურად წარმოქმნის ერთ-ერთი თეორია. იკვლევდა ჰემოგლობინის არაცილოვან ნაწილს, დაადგინა ჰემის ქიმიური სტრუქტურა. 1897-1901 წლებში ლ. მარხლევსიკსთან ერთად გამოავლინა ჰემოგლობინისა და ქლოროფილის ქიმიური ნათესაობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118738461 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Académie nationale de médecine