მარი პოპლენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი პოპლენი

მარი პოპლენი
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1846
სჰარბეკი, ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 1913
იქსელი, ბრიუსელი, ბელგია
საქმიანობა იურისტი, მასწავლებელი, ქალთა უფლებების დამცველი
ცნობილია როგორც პირველი ქალი, რომელმაც ბელგიაში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო

მარი პოპლენი (ფრანგ. Marie Popelin; დ. 16 დეკემბერი, 1846 ― გ. 5 ივნისი, 1913) ― ბელგიელი იურისტი, ადრეული ფემინისტური პოლიტიკური მოძრაობის წინამძღოლი. ქალთა განათლების საკითხების განვითარებისთვის პოპლენი ისაბელ გატი დე გამონთან ერთად მუშაობდა და პირველი ბელგიელი ქალი გახდა, რომელმაც სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. მას შემდეგ, რაც ადვოკატობის შესაძლებლობა არ მისცეს, პოპლენი ქალთა უფლებების ბელგიური ლიგის წინამძღოლი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი პოპლენი დაიბადა სჰარბეკში, ბრიუსელის მახლობლად, საშუალო კლასის ოჯახში, 1846 წლის 16 სექტემბერს.[1] მისი ძმებიდან ერთ-ერთი ექიმი იყო, მეორე ― სამხედრო ოფიცერი. პოპლენმა იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო. დასთან, ლუიზთან ერთად ბრიუსელში სწავლობდა, სადაც ინსტიტუტს ცნობილი ფემინისტი პედაგოგი, ისაბელ გატი დე გამონი ხელმძღვანელობდა 1864 წლიდან 1875 წლამდე. გატისთან განსხვავებული პოზიციის გამო, დები მონსში გადავიდნენ, სადაც გოგონებისთვის ახალი სკოლა გახსნეს. 1882 წელს მარი პოპლენი ბრიუსელში დაბრუნდა, სადაც საშუალო სკოლას ხელმძღვანელობდა ლაკენში, თუმცა მომდევნო წელს თანამდებობიდან გადააყენეს.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Albisetti, James C. (2000). „Portia Ante Portas: Women and the Legal Profession in Europe, ca. 1870–1925“. Journal of Social History (ინგლისური). 33 (4): 825–857. doi:10.1353/jsh.2000.0051. ISSN 0022-4529.
  • Carlier, Julie (2010). „Forgotten Transnational Connections and National Contexts: an 'entangled history' of the political transfers that shaped Belgian feminism, 1890–1914“. Women's History Review. 19 (4): 503–522. doi:10.1080/09612025.2010.502396. ISSN 0961-2025.
  • de Bueger-Van Lierde, F. (1976) „Popelin, Marie“, Biographie nationale de Belgique. Brussels: Académie royale de Belgique. 
  • de Bueger-Van Lierde, Françoise (1972). „A l'origine du mouvement féministe en Belgique. "L'Affaire Popelin". Revue Belge de Philologie et d'Histoire (ფრანგული). 50 (4): 1128–1137. doi:10.3406/rbph.1972.2941.
  • Mossman, Mary Jane (2008). „The First Women Lawyers: Gender Equality and Professionalism in Law“, Honouring Social Justice. University of Toronto Press. ISBN 978-1-4426-9235-0. 
  • New 2-euro commemorative coin on display in the Museum (2011). National Bank of Belgium Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 May 2014

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gubin, Eliane; Piette, Valérie; Jacques, Catherine (January–March 1997). „Les féminismes belges et français de 1830 à 1914: Une approche comparée“. Le Mouvement Social (ფრანგული) (178): 36–68. doi:10.2307/3779562.
  • Nandrin, Jean-Pierre (2006). „POPELIN, Marie (1846–1913)“, რედ. Gubin, Éliane: Dictionnaire des femmes belges XIXe et XXe siècles (fr). Bruxelles: Racine. ISBN 978-2-87386-434-7. 
  • Aubenas, Jacqueline; Van Rokeghem, Suzanne; Vercheval-Vervoort, Jeanne (2006) Des femmes dans l'histoire en Belgique, depuis 1830 (fr). Brussels: Luc Piré. ISBN 978-2-87415-523-9. 
  • Schandevyl, Eve (2016). „Women and the Courts in Twentieth-Century Belgium: An Historical Perspective“, New Perspectives on European Women's Legal History. Routledge. ISBN 978-1-138-80554-5. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]