მარი თაბაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარი თაბაგარი (დ. 1975, ჭიათურა) — ქართველი პოეტი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სტუდენტობიდანვე მუშაობდა „ქალთა გაზეთში“ კორესპონდენტად. ასევე მუშაობდა ტელეკომპანია პირველი არხის შოუ-პროგრამა „ჩემი მშვენიერი ლედის“ სცენარისტად. მისი ლექსები დაიბეჭდა „მზის არილის“ სამ ტომში, ასევე გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „ოლეში“. მისი სცენარით დაიდგა სპექტაკლი „სიზმარა“ საბავშვო თეატრ „მეორე სახლში“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წვიმის ელეგია: 2020 წლის გაზაფხულის პოეტური ალმანახი: მთარგმნელთა კოლეგიის წევრების პოეზია, თბილისი, პს „საჩინო“, 2020, გვ. 120 ISBN 9789941967832

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წყარო: ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021 გვ. 149

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]