მარიის სასახლე (კიევი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლის წინა ხედი

მარიის სასახლე, ასევე მარიინსკის სასახლე (უკრ. Маріїнський палац) — ბაროკოს სტილის სასახლე კიევში, მდინარე დნეპრის შემაღლებულ ნაპირზე. სასახლე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა ცერემონიებისათვის, სასახლე მდებარეობს უმაღლესი რადის გვერდით.

სასახლის მშენებლობა 1744 წელს შეუკვეთა რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტა პეტროვნამ და მისი პროექტი ბართოლომეო რასტრელის ეკუთვნის, რომელიც ყველაზე განთქმული არქიტექტორი იყო იმხანად რუსეთში. რასრესლის ერთ-ერთმა მოსწავლემ, ივან მიჩურინმა, სხვა არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად სასახლე 1752 წელს დაასრულა. თუმცა იმპერატრიცა ელიზავეტამ სასახლის დასრულებას ვერ მოუსწრო. პირველი სამეფო ფიგურა, რომელმაც ამ სასახლეში იცხოვრა იყო იმპერატრიცა კატერინა II, რომელმაც კიევს 1787 წელს იმგზავრა. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში სასახლე გუბერნატორ-გენერალთა რეზიდენცია იყო.

საბანკეტო დარბაზი

მე-19 საუკუნის დასაწყისში სასახლე ხანძართა სერიამ თითქმის სრულიად გაანადგურა. ნახევარი საუკუნით გვიან, 1870 წელს, აელქსანდრე II-ს ბრძანებით სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არქიტექტორი კონსტანტინ მაევსკის მიერ, რომელიც ძველ ნახაზებსა და ფერწერულ ტილოებს იყენებდა სასახლის უწინდელი იერის აღსადგენად. აღდგენის შემდეგ სასახლეს სახელი გადაერქვა იმჟამინდელი იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას პატივსაცემად. იმპერატიცას სურვილით სასახლის სამხრეთით დიდ პარკი გაშენდა. 1917 წლამდე სასახლე კიევში დროდადრო ჩამოსულ სამეფო ოჯახის წევრთა რეზიდენციად გამოიყენებოდა.

რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში (1917-20) სასახლე სამხედრო შტაბ-ბინად გამოიყენებოდა. 1920-იან წლებში მასში სასოფლო-სამეურნეო სკოლა მოთავსდა, მოგვიანებით კი ის მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მარიინსკი მძიმედ დაშავდა, თუმცა 1940-იანების ბოლოს ის ისევ აღადგინეს. კიდევ ერთი მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები სასახლეს 1980-იან წლებში ჩაუტარდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]