მაჟორიტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მაჟორიტარი — კანდიდატი, რომელიც მონაწილეობს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, აგრეთვე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე.

მაჟორიტარი შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან იყოს უპარტიო. ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების ან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოაგროვებს თავის საარჩევნო ოლქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]