მანუელ ნორიეგა
| მანუელ ნორიეგა | |
|---|---|
| ესპ. Manuel Noriega | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 11 თებერვალი, 1934[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | პანამა[4] |
| გარდაცვალების თარიღი | 29 მაისი, 2017[5] [1] [2] [3] (83 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Hospital Santo Tomas[6] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Western Hemisphere Institute for Security Cooperation და Chorrillos Military School |
| ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი |
მანუელ ანტონიო ნორიეგა მორენო (ესპ. Manuel Antonio Noriega Moreno; დ. 11 თებერვალი, 1934 — გ. 29 მაისი, 2017) — პანამელი პოლიტიკოსი და სამხედრო ჩინოსანი; პანამის დიქტატორი 1983-1989 წლებში.
1989 წელს პანამაში აშშ-ის შეჭრამ ბოლო მოუღო მის მმართველობას. ის შეიპყრეს და აშშ-ის საპყრობილეში გადაიყვანეს. 1992 წელს სასამართლოზე ნორიეგას ბრალი წაუყენეს რვა მუხლით, მათ შორის ნარკოტიკების პარტიებით ვაჭრობაზე, რეკეტსა და ფულის გათეთრებაზე. თხუთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ აშშ-ის ციხიდან ის 2007 წელს გამოუშვეს, პანამისა და საფრანგეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე (1995 წელს მკვლელობისა და 1999 წელს ფულის გათეთრებისთვის, შესაბამისად). 2010 წლის აპრილში საფრანგეთის ექსტრადიციის მოთხოვნა დააკმაყოფილეს. პარიზში ნორიეგა 2010 წლის 27 აპრილს ჩავიდა, სადაც ხელახალი სასამართლოს შემდეგ, ის დამნაშავედ ცნეს და 2010 წლის ივლისში შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გარდაიცვალა 2017 წლის 29 მაისს 83 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1989 წლის რეიდი, რის შემდეგაც ამერიკის ჯარისკაცები დაიღუპნენ
- პანამაში ადამიანის უფლეების 1989 წლის რეპორტი
- მანუელ ნორიეგას ცვლილება დაარქივებული 2007-06-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 3.0 3.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/418188/Manuel-Noriega
- ↑ La Nación — 2017. — 159486 ეგზ. — ISSN 0325-0946
- ↑ https://www.bbc.com/news/world-latin-america-40090143
- ↑ http://www.nytimes.com/1992/04/10/us/noriega-verdict-us-jury-convicts-noriega-drug-trafficking-role-leader-panama.html
- ↑ http://www.nndb.com/lists/506/000063317/