მანტუის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან მანტუა (პროვინცია))
მანტუის პროვინცია (იტალ. Provincia di Mantova) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია მანტუა. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენეტოს რეგიონი, სამხრეთით — ემილია-რომანიის რეგიონი (ფერარის, მოდენის, რეჯო-ემილიისა და პარმის პროვინციები), დასავლეთით კი ლომბარდიის რეგიონის პროვინციები — კრემონა და ბრეშა.
პროვინციის ფართობი 2 339 კმ²-ია, მოსახლეობა 415 442 (2010). შედგება 70 კომუნისგან.
კომუნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
მანტუა | 48 023 |
კასტელიონე-დელა-სტივიერე | 20 296 |
სუცარა | 18 643 |
ვიადანა | 17 804 |
პორტო-მანტოვანო | 15 612 |
კურტატონე | 13 033 |
კასტტელ-კოფრედო | 10 774 |
ვირჯილიო | 10,533 |
გიოტო | 9 961 |
ასოლა | 9 682 |
გონძაგა | 8 652 |
მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მანტუას სამი მხრიდან გარს ტბები აკრავს. გააჩნია სამი ცენტრალური პიაცა, რომელთა შორისაცაა სახელგანთქმული პიაცა-მანტენა. მანტუა ამავე დროს გონძაგების ოჯახის სამშობლოა. სანტ-ანდრეას ბაზილიკაში ინახება ქრისტეს სისხლი.