მანიკუაგანის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანიკუაგანის წყალსაცავი
ინგლ. Manicouagan Reservoir
ტბის ხედი ორბიტიდან
ტბის ხედი ორბიტიდან
კოორდინატები: 51°23′00″ ჩ. გ. 68°42′00″ დ. გ. / 51.38333° ჩ. გ. 68.70000° დ. გ. / 51.38333; -68.70000
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 342-359 
ფართობი 1942 კმ²
მოცულობა 142 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 350 
საშუალო სიღრმე 85 
მანიკუაგანის წყალსაცავი (კანადა)
Blue pog.svg
მანიკუაგანის წყალსაცავი

მანიკუაგანი (ინგლ. Manicouagan Reservoir; მანიკუაგანის ტბა) — რგოლისებრი ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში (კვებეკი, კანადა). მდებარეობს ლავრენტის მაღლობზე, ზღვის დონიდან 342-359 მ სიმაღლეზე. მოქცეულია კრატერში, რომელიც წარმოიქმნა მეტეორიტის ვარდნის შედეგად.

წყალსაცავის ფართობი უდრის 1942 კმ²-ს, მოცულობა — 142 კმ³-ს. საშუალო სიღრმე — 85 მ, უდიდესი სიღრმე — 350 მ. ტბის შუაგულში მდებარეობს კუნძული რენე-ლევასერი, რომელზედაც აღმართულია ბაბილონის მთა (952 მ).

მანიკუაგანი კარგად მოჩანს კოსმოსიდან და ამიტომ მას „კვებეკის თვალსაც“ უწოდებენ.

ტბის ფართობი გაიზარდა 1960 წელს, როდესაც კომპანია ჰიდრო-კვებეკმა ააშენა დიდი რაოდენობით კაშხლები ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად. კაშხლების კომპლექსს ასევე ეწოდება მანიკ-უტარდის პროექტი, რადგანაც ისინი განლაგებული არიან მდინარეებზე მანიკუაგანზე და რივერ-ოზ-უტარდზე.

მანიკუაგანი მუშაობს ჰიდროაკუმულატორის რეჟიმში. ზამთრის თვეებში წყალსაცავის წყლის დონე კლებულობს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]