მანე (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანე
მშობ. სახელი: Mandø

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ვატოვის ზღვა
კოორდინატები 55°16′ ჩ. გ. 8°33′ ა. გ. / 55.267° ჩ. გ. 8.550° ა. გ. / 55.267; 8.550
ფართობი 7,63 კმ²
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 62

მანე (დან. Mandø) — დანიის კუნძული ვატოვის ზღვაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. კუნძულის ფართობი 7,63 კმ²-ია, მოსახლეობა 62 ადამიანი. უძველეს ქალაქ რიბეს მანე დაშორებულია 12 კმ-ით.

მანე კონტინენტურ დანიას დაკავშირებულია ოთხი კმ სიგრძის მოუასფალტებელი ყრილი გზით. კუნძულს გარს ერტყმის ტალახიანი ჭაობები, რომლებიც შესანიშნავი ადგილებია ფრინველთა და სხვა ორგანიზმთა საკვებად.[1] მოჰყავთ მარცვლეული და მისდევენ მეცხვარეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. C.M. Hogan, Ecology and Geology of Mandø Island, Lumina Technologies, July 9, 2006