შინაარსზე გადასვლა

მანანა კაპეტივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა კაპეტივაძე

მანანა კაპეტივაძე 2018 წელს
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1964 (1964-10-10) (60 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქუთაისის №17 საჯარო სკოლა
ალმა-მატერი პიატიგორსკის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

მანანა კაპეტივაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1964, ქუთაისი) — ქართველი მასწავლებელი, ღირსების ორდენი კავალერი (2003),[1] მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი (2018).[2]

დაიბადა 1964 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის №17 საჯარო სკოლა 1981 წელს. 1982 წელს ჩაირიცხა პიატიგორსკის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე. 1988 წელს მუშაობა დაიწყო სტავროპოლის მხარეში ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა როხის, ბაღდათის და დიმის საჯარო სკოლებში. 2002 წელს გაემგზავრა აშშ-ში, მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEA მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამით.[3] 2006 წლიდან 2014 წლამდე თანამშრომლობდა ამერიკის მშვიდობის კორპუსთან წინასამსახურებრივ ტრენინგების განათლების ტექნიკურ ტრენერად. 2015 წლიდან ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენის მასწავლებელია და პარალელურად ხელმძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრს. 2018 წელს გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ცვლილებები, პრობლემები, მოულოდნელობები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2018 წელი განათლებაში. edu.aris.ge (31 დეკემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2019.
  2. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა. edu.aris.ge (5 ოქტომბერი, 2018). ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2019.
  3. 3.0 3.1 მანანა კაპეტივაძე. tprize.ge (28 იანვარი, 2018). ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2019.