მანადგურებელი ფარიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანადგურებელი ფარიანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ქვერიგი:  კოქციდები
სახეობა:  მანადგურებელი ფარიანა
ლათინური სახელი
Aspidiotus destructor

მანადგურებელი ფარიანა (ლათ. Aspidiotus destructor) — მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ჩაის ბუჩქის მავნებელია. აზიანებს ფოთლებს. დედლის ყვითელი სხეული მთლიანად დაფარულია ბაცი ყავისფერი ან მონაცისფრო ფარით. მამალი ფრთიანია. მანადგურებელი ფარიანა პატარაა (ფარის დიამეტრი 1,5-1,8 მმ) და ძნელი შესამჩნევია. წლის განმავლობაში 2-3 თაობა ვითარდება. დედალი 60-100-მდე კვერცხს დებს. მანადგურებელი ფარიანა იწვევს მცენარის დასუსტებას, ფოთლის ცვენას და ხმობას.

ბრძოლის ღონისძიებანი: ჩაის პლანტაციებში სასარგებლო მტაცებელი ჭიამაიების გაშვება, ძლიერ დაზიანებულ მცენარეებზე პესტიციდების შეახურება ან ფუმიგაციის ჩატარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]