მამურზა ხერგიანის საცხოვრებელი კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამურზა ხერგიანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლანჩვალში. იგი მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. კომპლექსის ერთგვარი აქცენტს კოშკი წარმოდგენს, მასზე სამხრეთ-აღმოსავლეთით მიდგმულია დარბაზ-მაჩუბი, რომელიც ამ მომენტში საკმაოდ არის გადაკეთებული და მისგან აღმოსავლეთით კიდევ ერთი ადრეული დარბაზ-მაჩუბი დგას, რომლსიგანაც მხოლოდ რამდენიმე კედელიღაა შემორჩენილი.

თანადროული კედელი, რომელიც ყორე ქვით კირ-დუღაბზეა ნაშენი მხოლოდ დასავლეთი ფასადის ჩრდილეთ მონაკვეთშია შემორჩენილი, რომელსაც შეკეთები კვალი ეტყობა. სამხრეთი ფასადის ნახვა ახლად მიშენებული სივრცის ინტერიერიდანაა შესაძლებელი. თანადროული დარბაზ-მაჩუბის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. აღსანიშნია, რომ მისი ინტერიერიდან არის შესაძლებელი კოშკზე მიდგმული ხის აივანზე მოხვედრა, მამურზა ხერგიანის დარბაზ-მაჩუბი მართალია საკმაოდ გადაკეთებულია, დაკარგეული აქვს თანადროული პროპროცია და გეგმარება, მაგრამ მთლიანი კომპლექსის აღქმისთვის და მისი განვითარების დასანახად ის საკმაოდ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38196