მალაპროპიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მალაპროპიზმი — სიტყვათა თამაშის სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიტყვათა ჩანაცვლება მსგავსი ჟღერადობის სხვა სიტყვით, რის შედეგადაც ვიღებთ აბსურდულ ან კომიკურ სიტუაციას. მისი სინონიმია დოგბერიზმი. ტერმინი „მალაპროპიზმი“ და მისი ადრეული ვარიანტი მალაპროპ წარმოიშვა ირლანდიელი პოეტისა და დრამატურგის, რიჩარდ ბრინსლი შერიდანის პიესის მიხედვით „The Rivals“. კერძოდ, პერსონაჟის ქალბატონ მალაპროპის სახელთანაა დაკავშირებული. აღნიშნულ პერსონაჟს სურვილი აქვს მაღალ საზოგადოებაში დაიმკვიდროს თავი და ცდილობს გამოიყენოს მაღალფარდოვანი სიტყვები. ამის გამო, იგი ხშირად სხვა სიტყვის ნაცვლად, სრულიად სხვა სიტყვას იყენებს, რაც თავად მას სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, ნათქვამს კი აბსურდულ ან კომიკურ ეფექტს სძენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მერი გიორგაძე, სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი, თბ., 2014.