მაკრომოლეკულა

პოლიპეპტიდის მაკრომოლეკულური სტრუქტურა
მაკრომოლეკულა — პოლიმერის მოლეკულა. იგი აგებულია იდენტური (ჰომოპოლიმერის მაკროსტრუქტურა) ან განსხვავებული (თანაპოლიმერის მაკროსტრუქტურა) სტრუქტურული ერთეულებისაგან — მონომერული (განმეორებადი) რგოლებისაგან. მაკროსტრუქტურა შეიძლება იყოს ხაზოვანი, განშტოებული და შეკერილი, ანუ სამგანზომილებიანი. უკანასკნელი წარმოიქმნება ხაზოვანი ან განშტოებული მაკრომოლეკულების განივი ქიმიური ბმით შეერთებისას. შეკერილი მაკრომოლეკულისაგან შედგენილი პოლიმერის მაგალითია რეზინი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 376.