შინაარსზე გადასვლა

მაიკლ მედსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ მედსენი
დაბადების სახელი მაიკლ სორენ მედსენი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1957
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 3 ივლისი, 2025 (67 წლის)
მალიბუ, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ
პროფესია მსახიობი, პოეტი და ფოტოგრაფი
აქტიური 1982–2025

მაიკლ სორენ მედსენი (ინგლ. Michael Soren Madsen; დ. 25 სექტემბერი, 1957 — გ. 3 ივლისი, 2025) — ამერიკელი მსახიობი, პოეტი და ფოტოგრაფი ირანული და დანიური ფესვებით. მიღებული აქვს მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ცოფიანი ძაღლები“, „დონი ბრასკო“ და „მოკალი ბილი“.

მედსენი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. დედამისი, ელაინი — ემის ჯილდოს ლაურეატი სატელევიზიო პროდიუსერი, პოეტი და დრამატურგია, ხოლო მამამისი, კალვინ მედნესი — მეხანძრე. დედამისმა მიატოვა კორპორაციული ბიზნესი სამწერლო კარიერის გასაუმჯობესებლად. მედსენის ბებია და პაპა მამის მხრიდან დანიელები იყვნენ, ხოლო დედამისს ირანული და ამერიკული ფესვები ჰქონდა. მისი და ასევე მსახიობი ვირჯინია მედსენია. მას ასევე ჰყავს უფროსი და შერი.

გარდაიცვალა 2025 წლის 3 ივლისს, ქალაქ მალიბუში, 67 წლის ასაკში, გულის შეტევით.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 თელმა და ლუიზა Thelma & Louise ჯიმი ლენოქსი
1992 ცოფიანი ძაღლები Reservoir Dogs ვიკ ვეგა
2003 მოკალი ბილი, ტომი 1 Kill Bill Volume 1 ბადი
2004 მოკალი ბილი, ტომი 2 Kill Bill Volume 2 ბადი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]