შინაარსზე გადასვლა

მაიკლ კოლინზი (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ კოლინზი
ირლ. Mícheál Seán Ó Coileáin
ინგლ. Michael John Collins
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1890(1890-10-16)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Clonakilty
გარდაცვალების თარიღი 22 აგვისტო, 1922(1922-08-22)[4] [1] [2] [3] [5] (31 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბანდონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ირლანდიის რესპუბლიკა (1919-1922)
განათლება ლონდონის სამეფო კოლეჯი და The Dickson Poon School of Law

მაიკლ კოლინზი (ირლ. Mícheál Ó Coileáin; დ. 16 ოქტომბერი, 1890 — გ. 22 აგვისტო ,1922) — ირალანდიელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი. ირლანდიის ეროვნული გმირი. ფინანსთა მინისტრი 1919-1922 წლებში და დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1922 წლის იანვრიდან გარდაცვალებამდე.

იბრძოდა ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის მე-20 ს-ის დასაწყისში. 1916 წლის აჯანყების შემდეგ ინგლისის ციხეში მოხვდა, საიდანაც ყველასთვის გასაკვირად 1918 წელს გაათავისუფლეს. განთავისუფლების შემდეგ მან წამოიწყო პარტიზანული ომი. ამ ომისა და საერთაშორისო მდგომარეობის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა მოლაპარაკება დაიწყო მეამბოხეებთან. 1921 წლის შეთანხმების თანახმად იქმნებოდა ირლანდიის რესპუბლიკის ნაცვლად ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო. გარდა ამისა ქვეყნის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ტერიტორია ბრიტანეთს რჩებოდა. ამგვარი ფორმულირება არ მოსწონდა მეამბოხეთა ნაწილს და არ ეთანხმებოდა მას. შედეგად გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის გამო კოლინზი იძულებული გახდა მეამბოხეები, რომელთაც უკვე დაკავებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი შენობები, იქიდან გამოედევნა ახლად შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოს არმიის მეშვეობით. მაიკლ კოლინზი მოკლეს მეამბოხეებმა 1922 წელს როდესაც ის მიემართებოდა ფაქტობრივად უკვე დამარცხებულ მეამბოხეთა ლიდერთან. მის დაკრძალვას 500 000 ადამიანი დაესწრო.

  • Coogan Tim Pat. Michael Collins: The Man Who Made Ireland. — Palgrave Macmillan, 2002. — ISBN 0-312-29511-1.
  1. 1 2 Encyclopædia Britannica
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480