მაესტა (დუჩოს ნახატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წინა მხარე
უკანა მხარე
‎დუჩო დი ბუონინსენია
მაესტა (წინა და უკანა მხარე, რეკონსტრუქცია), 1308-1311 წწ.
La Maestà del Duomo di Siena

მაესტა — საკურთხევლის ხატი, შექმნილია 1308-1311 წლებში, ქალაქ სიენას დაკვეთით და მხატვარ დუჩო დი ბუონინსენიას შესრულებით.

სიენის საქალაქო არქივში დაცულია 1308 წლის 4 ოქტომბრის კონტრაქტი, რომელიც დადებულია სიენის ეკლესიის წარმომადგენელ იაკოპოსა და დუჩოს შორის. აღნიშნულ კონტრაქტში გარდა ტექნიკური საკითხებისა ჩამოთვლილია რამდენიმე სავალდებულო პირობა: ხატი დაწერილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ დუჩოს ხელით, თანაშემწეების გარეშე; დუჩოს არ უნდა შეესრულებინა სხვა რაიმე ნახატი, სანამ არ დაასრულებდა აღნიშნულ შეკვეთას. ამისათვის მხატვარს ეძლეოდა დღიური გასამრჯელო 16 სოლიდი. მაესტა სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა და 1311 წელს სიენის ტაძარში დააბრძანეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: