ლურჯი ხიდი (კრონშტადტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლურჯი ხიდი
რუს. Синий мост (Кронштадт)
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°59′21″ ჩ. გ. 29°45′45″ ა. გ. / 59.98917° ჩ. გ. 29.76250° ა. გ. / 59.98917; 29.76250
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მშენებლობის დაწყების თარიღი 1780
გახსნის თარიღი 1801 წ.
რეკონსტრუქცია 1871, 1960 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801969000
ლურჯი ხიდი (კრონშტადტი) — რუსეთი
ლურჯი ხიდი (კრონშტადტი)

ლურჯი ხიდი (რუს. Синий мост) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ძველი ხიდი. მდებარეობს კრონშტადტის რაიონში, კერძოდ შემოვლით არხზე, მაკაროვის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ხიდის მშენებლობა დაიწყო 1791 წელს. სამუშაოები ჩაატარა პეტროზავოცკელმა ვაჭარმა ფ. ბეკრენევმა. მშენებლობა დასრულდა 1794 წლის ივნისში. თავდაპირველად იგი ხის იყო, ხოლო მექანიზმი — ჯაჭვის. თავიდან ხიდი შეღებილი იყო მწვანედ, შემდგომ გადაღებეს ლურჯად. ოფიციალურად გაიხსნა 1801 წელს. პირველი რეკონსტრუქციის დროს მოხდა ძირეული ცვლილებები.

პირველი რეკონსტრუქციისას ხიდის რკინის სამუშაოებს სანქტ-პეტერბურგის ქარხანა არქიმედე აწარმოებდა, ქვის სამუშაოებს კი ცარსკოე-სელოელი ვაჭარი ჯ. ბრუნო, განათება კი უზრუნველყო გაზის ქარხანამ. რეკონსტრუქცია განხორციელდა 1871-1875 წლებში, შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1964-1965 წლებში ხორციელდებოდა. რეკონსტრუქციის დროს ლურჯი ხიდი გაფართოვდა და რკინაბეტონის ხიდი გახდა.

ლურჯი ხიდი განკუთვნილია ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისთვის, კრონშტადტის რაიონში მოსახვედრად. მას აქვს მეტალის ლურჯი მოაჯირები.

ხიდის სიგრძე 23,9 მეტრია, ხოლო სიგანე კი — 10,25 მეტრი. ლურჯი ხიდი მასიურ ქვის სვეტებზეა განლაგებული და გრანიტით არის გაფორმებული.

ლურჯი ხიდის ჩრდილოეთით არის ბრინჯაოს დაფა წარწერით — „3.67 მ .1824.“ ეს არის წყლის დონე წყალდიდობის დროს, რომელიც აღწერილია ა. პუშკინის პოემა „ბრინჯაოს მხედარში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Русское географическое общество. Известия Русского географического общества. — СПб: Наука, 1996. — Т. 128. — С. 59, 62, 63.
  • В. Н. Тимофеев, Эльга Николаевна Порецкина, Надежда Николаевна Ефремова. Мемориальные доски Санкт-Петербурга (справочник). — издательство Артбюро, 1999. — С. 602. — 607 с. — ISBN 590078617X. — ISBN 9785900786179.
  • В. Я. Крестьянинов. Кронштадт: крепость, город, порт. — Издательство Остров, 2002. — С. 68. — 159 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]