ლუი და მისი ოჯახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი და მისი ოჯახი
Life with Louie.jpg
ავტორი
გახმოვანება
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 3
ეპიზოდი 39
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი
  • ლუი ანდერსონი
  • იაჰმეს ჰასანი
  • მეთიუ ო’კალაჰანი
  • მართა კეროლი
ხანგრძლივობა 22–24 წუთი
კომპანია
დისტრიბუტორი
ეთერი
პირველად ეთერში 18 დეკემბერი, 1994
უკანასკნელად ეთერში 2 მარტი, 1998

ლუი და მისი ოჯახი (ინგლ. Life with Louie) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. შოუ ეფუძნება კომიკოს ლუი ანდერსონის ბავშვობას, რომელიც იზრდებოდა მის ოჯახთან ერთად უისკონსინში, მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონი თავად მინესოტადანაა.[1][2]

პირველი ორი ეპიზოდი ეთერში გავიდა პრაიმტაიმში Fox-ზე[3][4]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუის „ლუი“ ანდერსონი (გაახმოვანა ლუი ანდერსონმა) დაფუძნებულია ანდერსონის ბავშვობაზე. ლუი რვა წლის ბავშვია, ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ სედარ ნოლში, უისკონსინში. იგი ძალიან მგრძნობიარე, შთამბეჭდავი და ჭკვიანი ახალგაზრდა ბიჭია. ის ხშირად იყენებს თავის ნიჭიერ იუმორის გრძნობას, რათა გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს. ის ყოველთვის დგას როგორც საკუთარი, ისე სხვის უფლებებსა და პრინციპების მხარეს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც გამოყენებულია სერიებში არის, „All right!“ 
  • ჯინი ჰარპერი (გაახმოვანა დები დერიბერმა) — ლუის საუკეთესო მეგობარი. იგი ხშირად იცავს ლუის ადგილობრივი მჩაგვრელებისგან. ლუის ის უყვარს.
  • მაიკლ „მაიკ“ გრუნევალდი (გაახმოვანა ჯასტინ შენკეროუმ) — ლუის მეგობარი, რომელსაც აქვს სარკასტული იუმორის გრძნობა. მას გარკვეულწილად გულგრილი დამოკიდებულება აქვს და არის შეძლებული ოჯახიდან, რაც იწვევს ლუის ეჭვიანობას.
  •  ტოდლერ ტობოლინსკი — ლუის სხვა მეგობარი. ის გარკვეულწილად სხვებზე დაბალია, დაახლოებით ლუის სიმაღლის და უყვარს აქტივობები როგორიცაა არდადეგები. 
  • სკოტ იენსენი — ლუის ერთ-ერთი მეგობარი. ის საკმაოდ ხშირად ჩნდება პირველ და მესამე სეზონებში, თუმცა იშვიათად 2 სეზონში. 
  • ენდრიუ „ენდი„ მორტიმერ ანდერსონი (გაახმოვანა ლუი ანდერსონმა) — ლუის უხეში, თუმცა მზრუნველი მამა. ის არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და თავის ოჯახს უყვება მისი გამოცდილების შესახებ. ენდი იუმორთანაა დაკავშირებული თავისი კომიკური კომპლექსებით. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად რეალობასთანაა დაკავშირებული, ენდი საიდუმლოდ იყო ძალიან ნიჭიერი მოჭადრაკე და ეს ნიჭი ლუისაც ერგო, თუმცა ენდი ამას მთელი თავისი ცხოვრების ნახევარი მალავდა, რადგან არასათანადოდ ეპყრობოდნენ ახალგაზრდობაში (ის საჭადრაკო ოლიმპიადებზე შენიღბვული იყო). ის არის ამაყი მფლობელი რემბლერის სედანისა (სავარაუდოდ, 1959 წლის რემბლერ 6), და ეს მანქანა სხვადასხვა ეპიზოდებში ჩნდება. მისი ფრაზაა: „ეგ გავიგონე!“. მიუხედავად მისი ასეთი ხასიათისა, ის არის ძალიან ზრუნველი და მოსიყვარულე პიროვნება. 
  • ორა ანდერსონი (გაახმოვანა ედი მაკ-კლერგმა) — ლუის კეთილი და მოსიყვარულე დედა. 
  • თომას „ტომი“ ანდერსონი (გაახმოვანა მიკო ჰიუზმა) — ლუის უმცროსი ძმა. ლუი მას ხშირად აწვალებს.
  •  გლენ გლენი (გაახმოვანა ჯასტინ შენკაროუმ) — ადგილობრივი ბუნტისთავი, რომელიც აწვალებს ლუისა და სხვა ბავშვებს. დედამისს, ჯენ გლენს აქვს ძალიან დიდი ტემპერამენტი და მაღალი ხმა, რომელიც სხვა მოქალაქეებს არ მოსწონთ. 
  •  ქრეიგ ერიკ, პოლ ჯორჯი — გლენ გლენის მეგობრები.
  •  მელვინები — მოჭადრაკეების ჯგუფი. ერთ-ერთ მათგანს სინამდვილეში ჰქვია ფრანკლინი, მაგრამ მაინც მელვინად იწოდება. 
  • ენრიეტა შერმანი — ლუის ბებია, ორას დედა. იგი გარდაიცვალა ერთ-ერთი ეპიზოდში. 
  • პეპერი — ლუის მსუქანი ოქროს თევზი. 
  • სიდი ანდერსონი, ჯონ ანდერსონი, დენი ანდერსონი, პიტერ ანდერსონი — ლუის უფროსი ძმები. 
  • მისტერ იენსენი, ერლ გრუნევალდი, გას უილიამსი, მისის სტილმენი — ლუის მეზობლები. 
  • ლორა ანდერსონი, ქეროლ ანდერსონი, ჩარლი ანდერსონი, ჯული ანდერსონი — ლუის უფროსი დები.

შესავალი და მუსიკალური თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესავალში ჩანს, რომ მთავარი პერსონაჟი მირბის ტელევიზორთან, რთავს მას და ჩნდება ზრდასრული ლუი ანდერსონი, რომელიც ამბობს: „ჩემს ოჯახზე მოგითხრობთ“. ამის შემდეგ ნაჩვენებია კადრები: ენდი ანდერსონი ძაღლების მარხილზეა შებმული, ლუი ცხვირში იდებს ჯოხებს... ბოლოს კი ლუი ხტება აუზში და დამსვენებლებს წუწავს. ამის შემდეგ ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში ჩნდება ლოგო, მთავარი პერსონაჟი (უკეთია მზის სათვალეები) წევს რეზინის ტივზე და უყურებს საბურავზე მოთავსებულ ტელევიზორს. შესავალი გამოყენებულია მეორე სეზონიდან ბოლო ეპიზოდამდე, ხოლო პირველი სეზონის ეპიზოდებში ჩანს თავად ლუი ანდერსონი, რომელიც საუბრობს თავის ბავშვობაზე და აღწერს სიუჟეტს.

ცნობილი ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მე რომ პატარა ვიყავი შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო“.
  • „წვიმების სეზონის დროს ოკეანეზე ვისვენებდი. ეს რა წვიმაა? უბრალოდ ჟინჟღლავს“.
  • „ჯარში როცა ვიყავი, დილის 4 საათზე უკვე შუადღის ჩაის სმაში ვიყავი გართული“.
  • „ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი“.
  • „ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?“.
  • „რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს გარეთ“.
  • „ერთი არ მოგწონებია... სახლზე მეორე გირაოს დადება მომიწია ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ“.
  • „- ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან. მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან დარჩენა შევთავაზე.

- მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?“.

  • „მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი“.
  • „- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა უარი არ უთხრა

- კი მაგრამ მამა, შენ ხომ გიყვარს ჩვენი მოხეტიალე? - სიყვარულით მე დეაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!“.

  • „რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!“.
  • „სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი“.
  • „- ენდი ოფიციანტისთვის ფულის დატოვება არ დაგავიწყდეს.

- რაო?! მე რომ პატარა ვიყავი საკვების მოსაპოვებლად ვნადირობდით. ნადირობის დროს ფული ვის უნდა აჩუქო დედაბუნებას?!“.

  • „- ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფანრები არ გვქონდა. შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი.

- ეგ როდის? გამოქვაბულების მოხატვით რომ იყავით გართული? - ეგ გავიგონე, ლუი!“.

  • „ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ თავი სარწყავი მგონია!“.
  • „- ენდი არ მეგონა ამ დღეს თუ მოვესწრებოდი

- შენ სულ გვპირდები და გვპირდები...“.

  • „- მამა ბებია დაბრუნდა!

- რატომ, კბილები დარჩა?!“.

  • „- მამა ოდესმე სხვა სახელით თუ გისარგებლია ენდი ანდერსონის გარდა?

- კი. ჩქარა დაწექი სანამ ანდერსონი არ გადარეულას მეძახდნენ!“.

  • „- მამა ციმბირის ფრონტზე თეთრ დათვებს ხურდაზე რომ ეჭიდავებოდი არ გეშინოდა?

- რას ამბობ ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და იმისი არ შემშინებია. თეთრი დათვი შემაშინებდა?!“.

  • „- ლუი ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო: მწვანე მაკარონი, მწვანე კარტოფილი, მწვანე სალათა...

- მამა სალათა ისედაც მწვანეა. - რა თქმა უნდა ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ!“.

  • „- ლუი ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო: მწვანე მაკარონი, მწვანე კარტოფილი, მწვანე სალათა...

- მამა სალათა ისედაც მწვანეა. - რა თქმა უნდა ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ!“.

  • „- მამა შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?

- პასუხების მეტი რა მაქვს შვილო, მიდი დამისვი“.

  • „გინდათ ამბავი მოგიყვე და ცოტა დაგამშვიდო? შუა ბრძოლაა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა, ოღონდ რა თქმა უნდა თავისი არა...“.
  • „– რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის უმიზეზოდ გეცეს“.
  • „შინაური ცხოველი რათ გინდა ძმა ხომ გყავს სახლში?“[5]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mangan, Jennifer. “Anderson Translates His Sad Childhood Into Humorous "Life With Louie' Special“, 14 December 1994. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი, 2015. 
  2. Thomas, Rebecca. “Comedy Has A Serious Side For Likeable Louie Anderson“, 30 აგვისტო, 1996. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი, 2015. 
  3. TV Listings for - December 18, 1994 - TV Tango. TV Tango. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი, 2015.
  4. TV Listings for - June 18, 1995 - TV Tango. TV Tango. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი, 2015.
  5. ენდი ანდერსონის 25 საუკეთესო ფრაზა