ლუი ბოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ბოტა]]

ლუი ბოტა (ინგლ. Louis Botha; დ. 27 სექტემბერი, 1862, გრეითაუნი — გ. 27 აგვისტო, 1919, პრეტორია) — სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, გენერალი ბურების მეორე ომში, სამხრეთ აფრიკის კავშირის პირველი პრემიერმინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ბოტა იყო ერთ-ერთი ლუი ბოტა უფროსისა და ადრიანა ვან როიენის 13 შვილიდან. იგი დადიოდა ჰერმანსბურგის გერმანულ სკოლაში. 7 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოში. 1884 წელს, როგორც მოხალისე, მონაწილეობას იღებდა ზულალანდის ომში. 1896 წელს არჩეული იქნა სამხრეთაფრიკის რესპუბლიკის დეპუტატად. ბურების მეორე ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის და სამხედრო ნიჭისთვის მიიღო გენერლის წოდება. 1900 წელს პრეტორიის დაცემის შემდეგ აქტიურად იბრძოდა ბრიტანელების წინააღმდეგ. 1901 წელს ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ბრიტანული არმიის მთავარსარდალთან ლორდ კიტჩენერთან. 1904 წელს ბრიტანული ანექსიის შემდეგ ტრანსვაალში ბოტამ დააარსა პარტია „Het Volk“, რომელიც 1911 წელს სხვა პარტიებთან ერთად გაერთიანდა სამხრეთ აფრიკის პარტიაში. მანამდე 1910 წელს იგი არჩეული იქნა სამხრეთ აფრიკის კავშირის პრემიერმინისტრად. იგი ამ პოსტზე სიცოცხლის ბოლომდე იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ბოტამ შესთავაზა სამხედრო მხარდაჭერა გერმანიას და გაგზავნა სამხედრო ნაწილები გერმანიის სამხრეთ აფრიკის კოლონიაში. ბოტა 1919 წელს გულის ინფაქტით გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Engelenburg, Dr F.V. (1929). General Louis Botha. Pretoria: J.L. Van Schaik.
  • Meintjes, Johannes (1970). General Louis Botha, A Biography. London: Cassell. ISBN 0304935018.
  • Spender, Harold (1916). General Botha, The Career And The Man. London: Constable.