ლუიშ-ფილიპე (ბრაგანსის ჰერცოგი)
Jump to navigation
Jump to search
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლუიშ-ფილიპე (ბრაგანსის ჰერცოგი)}} |
ლუიშ-ფილიპე (პორტ. Infante Luís Filipe; დ. 21 მარტი, 1887 — გ. 1 თებერვალი, 1908) — ჰერცოგი ბრაგანსა, პორტუგალიის მეფის კარლუშ I-ის უფროსი შვილი და მემკვიდრე.
1908 წლის 1 თებერვალს მოკლეს რესპუბლიკელმა ტერორისტებმა ტერეირუ-დუ-პასუს მოედანზე, მამამისის მოკვლიდან 20 წუთში. ზოგიერთი ისტორიკოსი მას მიიჩნევს კარლუშის მემკვიდრედ (ლუიშ II) და ამ მის მეფობას მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე მეფობის პერიოდად. მაგრამ პორტუგალიის კანონმდებლობის მიხედვით არ ხდება მემკვიდრეობის ავტომატურად გადაცემა. ყოველი ახალი მეფის კურთხევა ხდება სპეციალურ ცერემონიალზე. ამ წესის მიხედვით ლუიშ-ფილიპეს არ უმეფია არასოდეს. მამამისის მემკვიდრე გახდა მისი უმცროსი ძმა მანუელ II, რომელიც ტერაქტის დროს ხელში იქნა დაჭრილი.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: