ლუიზ ბურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზ ბურსი
დაბადების თარიღი

1968 წლის 23 დეკემბერი (55 წლის)

კონგლტონი, ჩეშირი, ინგლისი
ალმა-მატერი ბლექბერნის საუნივერსიტეტო ცენტრი
პარტია

დამოუკიდებელი (2018 წლიდან დღემდე);

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია (2018 წლამდე)
შვილ(ებ)ი 2

ლუიზ ბურსი (1968 წლის 23 დეკემბერი), ცნობილი, როგორც ლუიზ ვან დე ბურსი, არის ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის რეგიონის პარლამენტის ყოფილი წევრი. იგი აირჩიეს 2014 წელს, როგორც გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის კანდიდატი, თუმცა პარტია დატოვა 2018 წელს. ბურსი არ გაწევრიანდა არსად და უარი თქვა 2019 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურსის მამა იყო ჰოლანდიელი.[1] იგი მუშაობდა მსახიობად და მომღერლად სახელოვნებო თეატრში (ინგლ. Mountview Academy of Theatre Arts). ასევე, ის იყო საოპერო კომპანიის (ინგლ. D'Oyly Carte Opera Company) წევრი 2000 წლიდან და ლონდონში სავოის თეატრის პრაქტიკანტი.[2] ლუიზ ბურსი გამოჩნდა მიუზიკლებში (ინგლ. Brookside, Peak Practice და Band of Gold) და წინ წამოწია 1940-იანი წლების სტილის დიდი ბენდები. თუმცა, ბურსმა განაცხადა, რომ "გადადგა შოუბიზნესიდან" იმ მიზნით, რომ კონცენტრირება მოეხდინა პოლიტიკაზე. ბურსი არის ორშვილიანი მარტოხელა დედა.[3]

მოგვიანებით, 2013 წლის აგვისტოში ლუიზ ბურსმა გამოიყენა საკუთარი გვარი "ვან დე ბურსი" იმისთვის, რომ "ლინქდინზე" განეხილა თავისი მუსიკალური კარიერა, თუმცა მომდევნო პერიოდებში, უარი თქვა "ვან დეთი" მოხსენიებაზე და გამოჩნდა, როგორც "ლუიზ ბურსი" საპარლამენტო წევრების სიაში 2013 წელს.[4] Huffington Post ვარაუდობს, რომ ლუიზ ბურსი უფრო მეტად იყო სასცენო, ვიდრე ნამდვილი სახელი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურსი, თავდაპირველად, იკავებდა კონსერვატიული კანცლერის[5] თანამდებობას, მათ შორის, ქალაქის საბჭოში და აირჩიეს მერად 2006 წელს. 2015 წლის იანვარში, ბურსი დისკვალიფიცირდა, რადგან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ესწრებოდა საბჭოს სხდომებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრექსითის რეფერენდუმის შემდეგ, მან მიიღო £80 000 ხელფასის სახით ევროპის კავშირისგან, ბურსის ხმის მიცემის მაჩვენებელი ევროპის კავშირის პარლამენტში, საბოლოო ჯამში, შემცირდა 22.6%-ით და დავიდა 43.09%-მდე. მხოლოდ პოლ ნუტალსა და სამ სხვა პარლამენტის წევრს აქვს დაბალი აქტივობა ევროპელ პარლამენტარებს შორის.[6]

2012 წელს ის მონაწილეობდა ჩერიშის პოლიციისა და კრიმინალისტიკის კომისრის არჩევნებში გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის სახელით. შესაბამისად, მან მიიღო ხმების 7.86%.

ბურსი იყო პარლამენტის წევრი და ასრულებდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ჯანდაცვის სპიკერის როლს, თუმცა წინააღმდეგობაში მოვიდა ჯანდაცვის საკითხებში ყოფილი ლიდერ ნიგელ ფარაჯთან, კერძოდ, ფარაჯისგან განსხვავებით, ბურსმა მხარი დაუჭირა "ეროვნული ჯანმრთელობის სერვისის" უფასო ხელმისაწვდომობას, ინგლისში მოწევის აკრძალვისა და თამბაქოს უბრალო შეფუთვის შესახებ.[7] მიუხედავად ამისა, ბურსი შეეწინააღმდეგა ევროპის კავშირის გადასახადების ზრდას ელექტრონულ სიგარეტებზე და წარდგენილი წინადადებები შეაფასა, როგორც "უზარმაზარი სისულელე".[8] ასევე, ბურსი დაუპირისპირდა "ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობას", რადგან ის გავლენას მოახდენდა "ეროვნული ჯანმრთელობის სერვისზე".[9] 2014 წელს ბურსმა გააკეთა განცხადება: "'ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობა'" ემსახურება ერთადერთ სარგებელს — ესაა დიდი ბიზნესი. მე მივიღე მესიჯი ლენ მაკკლასკისა და "ერთობის კავშირისგან". გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია იბრძოლებს თქვენთან ერთად, რათა დაგარწმუნოთ, რომ "ეროვნული ჯანმრთელობის სერვისი" წარმოადგენს გამონაკლისს ამ შეთანხმებისგან".[10]

ბურსი გამოჩნდა ერთ-ერთ გადაცემაში (ინგლ. Question Time), სადაც განიხილა საკუთარი თავი ჯანმრთელობის სპიკერის ამპლუაში.[11][12][13]

2018 წლის ნოემბერში ბურსი დაუბრუნდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიას. მან დაიკავა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ადგილი ევროპის თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფში 2019 წლის ევროკავშირის არჩევნებამდე.[14]

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ბურსი მუშაობდა მრჩევლის პოზიციაზე ქალაქის საბჭოში, ხოლო 2006 წელს იგი აირჩიეს მერად.

ევროპული პარლამენტის არჩევნები 2014 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 25 მაისს ბურსი აირჩიეს პარლამენტის წევრად ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში და მან ჩაანაცვლა ბრიტანული ეროვნული პარტიის ლიდერი ნიკ გრიფინი.[15][16] მიმდინარეობდა საუბარი, რომ ბურსი გაერთიანდა დამოუკიდებელი პარტიის პარლამენტის წევრ პოლ ნუტალთან ჩრდილო-დასავლეთში, რაც იყო "გაღიზიანების პირადი მიზეზი" პარტიაში, დამოუკიდებელი პარტიის ყოფილი წევრების თანახმად, რომლებსაც ბრალს სდებდნენ "კომფორტული კარტელის" ფორმირების გამო.

საყოველთაო არჩევნები 2015 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის საყოველთაო არჩევნებზე, მან კენჭი იყარა ნოუსლის საარჩევნო ოლქში და მიზნად ისახავდა პარლამენტის წევრობას. ბურსი გავიდა მეორე ადგილზე.[17]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „UKIP MEP hopeful Louise has showbiz in her bones“. Chester Chronicle. 5 December 2013. ციტირების თარიღი: 5 May 2014.
  2. Meredith, Charlotte (30 May 2014). „Just Who Is The Ukip MEP Who Tackled Footballer Joey Barton?“. The Huffington Post UK. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  3. Eden, Richard; Walker, Tim (17 January 2014). „Ukip faces 'stitch-up' claims over 'cosy' by-election contest“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  4. UKIP by-election hopeful changed to 'less foreign-sounding' name.
  5. 'New UKIP' will test candidates on media“. The Times. 23 January 2014. ციტირების თარიღი: 27 November 2018.
  6. UKIP MEPs defend £80k salary despite lowest voting records in EU. ITV News. 29 March 2018. https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=duHwZxeePGo. წაკითხვის თარიღი: 3 April 2018.
  7. Cooper, Charlie (23 January 2015). „Ukip's official health spokesperson has 'no experience in health'. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 18 May 2016.
  8. „EU plan to raise duty on e-cigarettes act of folly, says UKIP MEP Louise Bours“. Rochdale Online. 4 March 2016. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  9. Bours, Louise. The TTIP Threat – Louise Bours MEP Conference Speech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  10. „Assembly stunned as MEP Bours backs Unite“. Morning Star. 27 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2016. ციტირების თარიღი: 29 May 2016.
  11. Weaver, Matthew (30 May 2014). „Joey Barton attributes 'four ugly girls' remark on Question Time to nerves“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  12. „Joey Barton apologises for 'ugly girl' UKIP comments“. BBC News. 30 May 2014. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  13. Gander, Kashmira (29 May 2014). „Joey Barton on Question Time: QPR footballer accused of sexism after comparing EU elections to 'choosing between ugly girls'. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  14. Louise BOORS. European Parliament. ციტირების თარიღი: 27 November 2018.
  15. Pidd, Helen (25 May 2014). „Nick Griffin concedes European parliament seat as BNP votes fall away“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  16. „BNP leader Nick Griffin loses North West Euro seat“. BBC News. 26 May 2014. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
  17. „Knowsley parliamentary constituency - Election 2015 - BBC News“. BBC News. ციტირების თარიღი: 17 May 2016.