შინაარსზე გადასვლა

ლოჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენესანსის დროინდელი სამსართულიანი შენობა პოზნანში თაღოვანი ლოჯიით

ლოჯია (იტალ. loggia) — შენობაში ამოყვანილი დახურული აივნის მაგვარი ოთახი; შენობის, სადგომის ნაწილი, რომელსაც ზოგჯერ გარეთა კედლის ნაცვლად აქვს ღია კოლონადა, პარაპეტი ან თაღი. ლოჯიას, ჩვეულებრივ, ოთხივე კედელი დახურული აქვს და ზომით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან ბინის პროექტის და საერთო ფართობის მიხედვით.

თანამედროვე სალაპარაკო ენაში სიტყვა ლოჯია გვხვდება დამახინჯებული ფორმით „ლოჯი“, ზოგჯერ კი მას აივანთანაც აიგივებენ.

ტერმინის განსაზღვრება პროექტირების თანამედროვე პრაქტიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კედლები ორი, სამი ან ოთხი მხრიდან;
  • ზღუდე ღია მხრიდან;
  • შიგნიდან კარიანი ფანჯრის ბლოკი, რომელიც შიდა ოთახს ესაზღვრება.

ღია ლოჯია შეიძლება იყოს შემინული. ჩვეულებრივ, ლოჯიის ფართობი ნაკარნახევია იმ ოთახის კვადრატულობით, რომლის განათებაზეც არის პასუხისმგებელი.

აივნის ტიპის ლოჯიებში ცენტრალური გათბობის ბატარეები არ გვხვდება, განსაკუთრებით კი თუ ლოჯია ერკერული ტიპისაა და შენობის საერთო ფასადიდან გამოწეულია.

ლოჯია ფართოდ არის გავრცელებული საბჭოურ არქიტექტურაში, განსაკუთრებით კი შუააზიურ და კავკასიურ მრავალსართულიან კორპუსებში. სსრკ-ის ჩრდილო და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მეტწილად ლოჯიები შემინულია ან არ გვხვდება, რადგან გაუთბობლად ზამთრის პერიოდში ასეთ ოთახში ყოფნა მოუხერხებელია. საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე კი ლოჯია აქტიურად გამოიყენება (ფართობის მიხედვით) როგორც დამხმარე, საძინებელი, სასადილო ოთახი ან სამუშაო კაბინეტი.

  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 285. 1989 წ.
  • СНиП 31-01-2003. Здания жилые многоквартирные.