ლოტკინის მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაუმთავრებელი მემორიალი

ლოტკინის მემორიალი — მონუმენტი საქართველოში, რომელიც აგებულია შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილის აღსანიშნავად. მასზე მუშაობდნენ ნოდარ ჯობაძე და ალექსანდრე ბაქრაძე.

აქ დაგეგმილი იყო კეთილმოწყობილი პარკის მშენებლობა. სადაც შესასვლელში პატარა ქვებისაგან კორიდორი გაკეთდებოდა და ამ ქვებზე ამოტვიფრული იქნებოდა საქართველოში სახელოვანი ადამიანების, მეფეების და ა.შ სახელები და გვარები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორია კარიბჭით უნდა დაწყებულიყო, მთავარ ნაწილი მაღალი კორპუსი ეწოდა, ხოლო გზას რომელიც ნაგებობამდე მიდის ჟამთა გზა. ზემოთ ხსენებული კორიდორიც ზუსტად ჟამთა გზაზეა.

ტერიტორიის დიდ ნაწილზე კი მუზეუმი იქნებოდა. ნაგებობის შუაში კი უნდა ყოფილიყო ვეფხისტყაოსნის გიგანტური ასლი, რომელიც შუშაში იქნებოდა მოთავსებული. მის კედლებზე კი შუშაში უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი მცირე ზომის ვეფხისტყაოსანის ასლები.

მაგრამ ამ გეგმიდან მხოლოდ მემორიალის მთავარის მაღალი კორპუსის აშენება მოესწრო. მშენებლობას კი მაშინ გამოცემულმა ბრძანებულებამ შეუშალა ხელი, რომელიც მემორიალების და მონუმენტების აშენებას კრძალვდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]