ლინოგრავიურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლინოგრავიურა [ლინო(ლეუმი) და გრავიურა] — ამობურცული გრავიურა ლინოლეუმზე ან მსგავს მასალაზე; ჰგავს ქსილოგრაფიას. წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში. იყენებენ როგორც შავ-თეთრს, ასევე ფერად ლინოგრავიურას. XX საუკუნის შუა წლებში ლინოგრავიურის რამდენიმე სკოლა შეიქმნა. ლინოგრავიურა განსაკუთრებით განვითარდა ლათინურ ამერიკაში, კერძოდ, მექსიკაში, „ხალხური გრაფიკის სახელოსნოს“ გრავიორთა შემოქმედებაში (ლ. მენდესი, ა. ბელტრანი და სხვ.), ბრაზილიაში – „გრავიურის მეგობართა კლუბის“ ოსტატთა ხელოვნებაში (კ. სკლიარი, რ. კაცი, ვ. პრადუ და სხვ.), არგენტინაში (ა. ვიგო და ნ. ონოფრიო), ჩილეში (კ. ერმოსილია ალვარესი). ლინოგრავიურას მიმართავდნენ: ა. მატისი და პ. პიკასო (საფრანგეთი), ფ. მაზერელი (ბელგია), ე. პაკარდი და ბ. რენდოლი (აშშ), პ. ნილსენი (დანია), ი. სოკოლოვი, ვ. ფავორსკი (რუსეთი); საქართველოში – რ. თარხან-მოურავი, ჯ. ლოლუა, დ. ნოდია, გ. ღლონტი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]