ლინა ბროქდორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინა ბროქდორფი
დაბადების თარიღი 1930
დაბადების ადგილი Senglea
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ჯილდოები ოქროს მედალი[1]

ლინა ბროქდორფი (დ. 1930 ) — მალტელი ავტორი, დრამატურგი და რადიო მაუწყებელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროქდორფი დაიბადა სენგლეაში პატრიკ და მერი მაჰონის ოჯახში 1930 წელს. [2] მის ადრეულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყება, როდესაც ბროქდორფი ცხრა წლის იყო. [3] მისმა ოჯახმა ომის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ისინი ცხოვრობდნენ სხვადასხვა ადგილას: ვიტორიოზაში, სლიმაში, დინგლისა და რაბათში . [2]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროქდორფის ადრეული განათლება ომის დაწყებისთანავე შეწყდა, მაგრამ როდესაც ომი დასრულდა, იგი მამის დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა სკოლაში. [3] მას სურდა სამედიცინო კარიერა გაეგრძელებინა, თუმცა მისმა ოჯახმა უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არ მისცა და მისთვის შეუტყობინებლად ჩარიცხეს მასწავლებლის კურსზე. მან სწავლა განაახლა მოგვიანებით, როდესაც 1991 წელს ჩაირიცხა ღვთისმეტყველების ერთწლიან შესავალ კურსზე, რასაც მოჰყვა ხუთწლიანი ბაკალავრიატის კურსი. მან საბოლოოდ მიიღო მაგისტრის ხარისხი თეოლოგიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 2002 წელს, 72 წლის ასაკში [3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროქდორფის პედაგოგიური კარიერა დაიწყო დაწყებითი საფეხურის საჯარო სკოლაში, თუმცა მან შეწყვიტა სწავლება თავისი ოთხი შვილის აღსაზრდელად. ამ დროს მან ყურადღება დაუთმო მწერლობას. მოგვიანებით კარიერა St Aloysius College-ში გააგრძელა, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელმა. [3] იგი მუშაობდა L-Akkademja tal-Malti- ის საბჭოს წევრად 2004-2005 წლებში და რჩება აკადემიის წევრად. [4] იგი ასევე იყო Għaqda Letterarja Maltija-ს პრეზიდენტი რვა წლის განმავლობაში და არის Għaqda Poeti Maltin-ის წევრი. [5]

მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროქდორფმა წერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როდესაც სწავლობდა მასწავლებელთა მომზადების კოლეჯში, სადაც მეცნიერი ჟუჟე აკილინა თავის სტუდენტებს მოუწოდებდა დაეწერათ მოთხრობები ან ესეები რადიოში წარსადგენად. [2] ლინას შრომა მწერლობის კუთხით უაღრესად ნაყოფიერი იყო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში: წერდა და აწარმოებდა რამდენიმე პროგრამას, რომლებიც გადიოდა რედიფუზიაზე 1950-იან და 1960-იან წლებში, მათ შორის Ħlieqa Bejnietna, Quddiem il-Mera, Nofs Siegħa Flimkien და Magic in the Kitchen .[4][5] მისი ზოგიერთი ნამუშევარი ასევე გადაიცემოდა ავსტრალიის რადიოში. [5] მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მან დაწერა ექვსი ანთოლოგია, თორმეტი რომანი და 340-ზე მეტი ნოველა. მან ასევე დაწერა ავტობიოგრაფია მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული გამოცდილების შესახებ, სახელწოდებით Sireni u Serenati (სერენადები სირენების ფონზე), [6] რომელსაც 2004 წელს მალტის წიგნის ეროვნული საბჭოს მიერ მიენიჭა პრიზი, როგორც საუკეთესო რომანი - არამხატვრული ლიტერატურის ჟანრში . შემდგომში ეს ნაწარმოები ტელეეკრანებზე გავიდა სერიალის სახით და გადაიცემოდა სხვადასხვა რადიოსადგურზე. [7] მას მიენიჭა ოქროს მედალი. Ġieħ l-Akkademja tal-Malti-ში. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://timesofmalta.com/articles/view/lina-brockdorff-honoured-for-contribution-to-maltese-literature.836807
  2. 2.0 2.1 2.2 A first hand account of daily life in wartime Malta en-gb. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 82-year-old insists: ‘It is never too late to study’ en-gb. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  4. 4.0 4.1 4.2 Lina Brockdorff honoured for contribution to Maltese literature en-gb. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  5. 5.0 5.1 5.2 UPDATED: Lina Brockdorff awarded Ġieħ L-Akkademja tal-Malti Gold Medal 2020 en-GB. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  6. The war years in Malta, as seen by a woman writer en-gb. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  7. Lina Brockdorff's WW2 autobiography now in English. ციტირების თარიღი: 5 March 2022