შინაარსზე გადასვლა

ლიდია პოეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიდია პოეტი
დაიბადა26 აგვისტო 1855
გარდაიცვალა25 თებერვალი 1949 (93 წლის)
საქმიანობაიურისტი

ლიდია პოეტი (26 აგვისტო 1855 - 25 თებერვალი 1949) იყო პირველი თანამედროვე იტალიელი იურისტი ქალი. მისმა ბარისტერის კოლეგიიდან გარიცხვამ ბიძგი მისცა მოძრაობას, რომ ქალებს მისცემოდათ უფლება, ეწარმოებინათ იურიდიული პრაქტიკა და დაეკავებინათ საჯარო თანამდებობა იტალიაში.

დაიბადა 1855 წელს ტრავერსის სოფელში, პერეროს კომუნაში, ვალე გერმანასკაში, ჩააბარა იურიდიული გამოცდები ტურინის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და მიიღო ხარისხი 1881 წლის 17 ივნისს [1] მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგი "დაესწრო სასამართლო პრაქტიკას" ადვოკატის კაბინეტში და მუშაობდა ტრიბუნალების სხდომებზე. შემდეგ მან ჩააბარა ტურინის ადვოკატთა ორდენის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა და 50 ხმიდან 45 ხმით ჩაირიცხა ადვოკატთა სიაში (albo degli avvocati) 1883 წლის 9 აგვისტოს.

თუმცა, ქალის ჩარიცხვა „არ მოეწონა“ გენერალური პროკურორის (procuratore generale) ოფისს, რომელმაც საჩივარი შეიტანა ტურინის სააპელაციო სასამართლოში. მიუხედავად სხვა ქვეყნებში გავრცელებული პრაქტიკისა და ადვოკატ ქალთა მაგალითებისა (როგორიცაა კლარა ს. ფოლცი), გენერალური პროკურორი ამტკიცებდა, რომ ქალებს კანონით და საჯარო პოლიტიკით ეკრძალებოდათ მილიცია ტოგატაში შესვლა. შემდგომში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოეტის ჩარიცხვა უკანონო იყო. მან მიმართა უზენაეს საკასაციო სასამართლოს, მაგრამ ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება დადასტურდა. [2]

დებატები ქალებისა და იურიდიული პროფესიის შესახებ იტალიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიწყო საჯარო დებატები, სადაც 25-მა იტალიურმა გაზეთმა მხარი დაუჭირა ქალების საჯარო როლებს და მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი. ეს უკანასკნელნი აკეთებდნენ განცხადებებს, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ ერთადერთი მამაკაცი, ვინც მხარს უჭერდა ქალების საჯარო როლებს, თავად იყვნენ დაუქორწინებლები.

ლიდია მუშაობდა თავისი ძმის საადვოკატო ოფისში მას შემდეგ, რაც Corte Suprema di Cassazione-მა ადვოკატთა ასოციაციის წევრის სტატუსი. საინტერესოა, რომ პოეტი ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას იმის მიუხედავად, რომ არ ჰქონდა წერილების ხელმოწერისა თუ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლება. როდესაც მისი ძმა ყოველწლიურად მიემგზავრებოდა ვიშიში საფრანგეთში, იგი დამოუკიდებლად ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში ეძებდა მამრობითი სქესის კოლეგებს, რათა მისი კლიენტების სახელით გამოსულიყვნენ სასამართლოს წინაშე.

გვიანდელი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის ბოლომდე პოეტი აქტიური იყო ჩართული ქალთა საერთაშორისო მოძრაობაში.

1919 წლის 17 ივლისის ქალებს მიეცათ უფლება დაეკავებინათ გარკვეული საჯარო თანამდებობები. მხოლოდ 1920 წელს, ლიდია პოეტი, 65 წლის ასაკში, მიიღეს ადვოკატთა საბჭოს წევრად და ოფიციალურად აღიარებულ იქნა იურისტად, როდესაც საბოლოოდ ჩაირიცხა ტურინის ადვოკატთა სიაში. [3]

ცნობები პოპკულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიდია პოეტის ცხოვრების მიხედვით Netflix-მა გადაიღო სერიალი - კანონი ლიდია პოეტის მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს მატილდა დე ანჯელისი ასრულებს. [4]

  • პირველი ქალი იურისტები მთელ მსოფლიოში
  1. Lidia Poët Biografia www.studivaldesi.org, accessed 27 February 2023
  2. ESSERE DONNE NELL’ITALIA REPUBBLICANA STORIA DI UN PERCORSO IMPERVIO: L’ACCESSO ALLA MAGISTRATURA www00.unibg.it, archived at archive.wikiwix.com, accessed 27 February 2023
  3. Skuza, Sylwia (2014) The social and legal status of women in Italy between the XIX and XXI centuries, გვ. 35. 
  4. Lidia Poët. IMDb. ციტირების თარიღი: March 10, 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიდია_პოეტი“-დან