ლიგატურა (პოლიგრაფია)
იერსახე
ლიგატურა — ასო-ნიშანი, რომლითაც გადმოცემულია ორი, ან ორზე მეტი ბგერა. ლიგატურები პირველად, ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში გაჩნდა თითქმის ყველა ევროპულ დამწერლობაში, მათ შორის ქართულშიც.
ქართული ლიგატურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეებში საქართველოში ხელნაწერებს ეტრატზე, ან იშვიათად ქაღალდზე წერდნენ. ეს საწერი მასალა ძნელად იშოვებოდა და ტექსტის შემოკლების მიზნით შეიქმნა პირველი ქართული ლიგატურები. ერთ-ერთი უძველეს ქართულ ლიგატურას იგივე მნიშვნელობა ჰქონდა რაც ლათინურ &-ს. იყო ასევე ორნიშნიანი უ-ს (ოჳ) ერთი ნიშნით გადმოსაცემი ლიგატურა, და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიგატურები Typolexikon–ში დაარქივებული 2008-09-26 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ბევრი ლამაზი ლიგატურა, შესრულებული ფანქარში დაარქივებული 2010-10-09 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ლიგატურები
- სტატია ლიგატურის შესახებ, Typografie.info დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine.