ლეძაძამის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეძაძამეს მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ლეძაძამე

ლეძაძამის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნახევარწრიული აფსიდით.აგებულია რიყის და კლდს ქვით. ძეგლს დასავლეთ და ჩრდილოთ მხრიდან მთები შემოფარგლავს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ში მდინარე ტეხური ჩამოედინება. აფსიდის სარკმლები (სამი) ფართე და კლდის კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი. აფსიდა ფართე და მოცულობითია. ის დანარჩენი სივრცისგან სავარაუდოდ ხის კანკელით იყო გამოყოფილი. თითო-თითო სარკმელი შეიმჩნევა სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. სავარაუდოდ კიდევ ერთი სარკმელი ტაძარს დასავლეთ კარის თავზე უნდა ქონოდა. ამჟამად ყველა სარკმელი ამოქოლილია რიყის ქვებით. ტაძრის გარშემო მიწაზე ვიზუალურად ფიქსირდება დიდი რაოდენობით კარნიზის, თაღების, კარის თაღის, ამბიონისა და ტიმპანის ქვები.ტაძარში გამოყენებული შირიმის ტიპის ქვის კარიერი დაფიქსირდა ლეძაძამის გარეუბნის კვაუთის ციხის დასავლეთით 2 კმ. მოშორებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5135