ლესლი ნილსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლესლი ნილსენი
LeslieNielsenOct08-replacement.jpg
დაბ. სახელი ლესლი უილიამ ნილსენი
დაბ. თარიღი 11 თებერვალი 1926
რეჯაინა, სასკაჩევანი, კანადა
გარდ. თარიღი 28 ნოემბერი, 2010 (84 წლის)
ფლორიდა, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1948–2010

ლესლი უილიამ ნილსენი, (დ. 11 თებერვალი, 1926 — გ. 28 ნოემბერი, 2010)[1] — კანადელი მსახიობი და კომიკოსი. იგი გადაღებულია ასზე მეტ ფილმში, 1500-ზე მეტ ტელეგადაცემაში, განსახიერებული აქვს 220-ზე მეტი პერსონაჟი.[2] სიცოცხლეშივე მას მიენიჭა ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, კანადის ორდენი.

ნილსენი დაიბადა რეჯაინაში (სასკაჩევანი, კანადა). მსახიობის კარიერამდე მან თავი სხვადასხვა ამპლუაში მოსინჯა - მაგალითად, დიჯეის სახით. 1948 წელს მან მიიღო პირველი სატელევიზიო როლი და შემდეგი 2 წლის მანძილზე - 50-ზე მეტი. პირველ სრულმეტრაჟიან ფილმებში ნილსენი 1956 წელს გამოჩნდა - ეს იყო დრამები, ვესტერნები და რომანტიკული ფილმები. დადებითი შეფასება მიიღეს მისმა როლებმა ფილმებში აკრძალული პლანეტა (1956) და პოსეიდონის მოგზაურობა (1972)

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა მას ყოველთვის ჰქონდა, 1980 წლის ფილმში თვითმფრინავი! განსახიერებულმა ექიმის როლმა კარიერაში დიდი გარდატეხა მოახდინა. კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა მას უწოდა „პაროდიული კინოს ლოურენს ოლივიე“.[3]. დიდი წარმატება ხვდა წილად ფილმების სერიით შიშველი პისტოლეტი. ნილსენის პერსონაჟები გამოირჩევიან აბსოლუტურად აბსურდულ სიტუაციაში სერიოზული განწყობის შენარჩუნებით. სიცოცხლის უკანასკნელი ოცი წელიწადი ნილსენის კარიერაში აღსანიშნავია ძირითადად პაროდიული ფილმებით, რომელთა უმეტესობას კრიტიკოსებმა დაბალი შეფასება მისცეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კინოგაქირავებასა და გაყიდვაში მათ წარმატება იქონიეს. მთელი ცხოვრების მანძილზე ნილსენს არაერთი ჯილდო მიენიჭა. ასევე შეყვანილი იყო კანადისა და ჰოლივუდის დიდების ხეივანში. ნილსენი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი დარჩა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dalton, Andrew. “Leslie Nielsen of 'Naked Gun' fame dies at age 84“, Toronto Star, 28 ნოემბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 28 ნოემბერი, 2010. 
  2. Leslie Nielsen discovers stardom after 35 years of films, TV shows“, The Tuscaloosa News, 23 დეკემბერი, 1988. წაკითხვის თარიღი: 28 ნოემბერი, 2010. 
  3. Ebert, Roger. “Scary Movie 3“, Chicago Sun-Times, 24 ოქტომბერი, 2003. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2009. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: