ლევ კულიჯანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლევ კულიჯანოვის საფლავი

ლევ კულიჯანოვი (დ. 19 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2002, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (1983), სოციალისტური შრომის გმირი (1984). სსრკ VII-X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1955 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაიღო ფილმები: „მამისეული სახლი“ (1959), „როცა ხეები დიდები იყო“ (1962), „დანაშაული და სასჯელი“(თ. დოსტოევსკის რომანის ეკრანიზაცია, 1970), „კარლ მარქსი, ახალგაზრდობის წლები“ (7 სერიანი მხატვრული ფილმი, 1980) და სხვ., მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფილმ „ცისფერი რვეულს“(1969), რომელშიც ლენინის სახეა შექმნილი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]