ლევან სანაძე
ლევან სანაძე (დ. 16 მარტი, 1928, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 29 აგვისტო, 1998, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი სპორტსმენი (მძლეოსნობა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში. იყო XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი — ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 — ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე პრიზიორი (1954 — ესტაფეტა 4X100 მ), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 — ესტაფეტა 4X100 მ), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 — რბენა 100 მ; 1948 — რბენა — 200 მ; 1954 — ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400) და შვიდგზის მესამე (1949, 1950, 1953 — რბენა 100 მ; 1950, 1951, 1954 — რბენა 200 მ; 1950 — ესტაფეტა 4X400 მ) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 1954 — ესტაფეტა 4X100 მ) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 1954 — რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 — ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1953 — ესტაფეტა 4X100 მ) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ — 10,3 წმ; 200 მ — 21,4 წმ.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1950 | ევროპის ჩემპიონატი | ბრიუსელი, ბელგია | ![]() |
1952 | ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები | ჰელსინკი, ფინეთი | ![]() |
1954 | ევროპის ჩემპიონატი | ბერნი, შვეიცარია | ![]() |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 152, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან სანაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან სანაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან სანაძე — ქართული სპორტი
- დაბადებული 16 მარტი
- დაბადებული 1928
- გარდაცვლილი 29 აგვისტო
- გარდაცვლილი 1998
- თბილისში დაბადებულები
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ქართველი მძლეოსნები
- ქართველი ოლიმპიური პრიზიორები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალრები