ლევან გოგორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან გოგორიშვილი (დ. 18 მაისი, 1925, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1948–1953 წლებში იყო ქობულეთის სამალარიო სადგურის გამგე. 1954–1972 წლებში რაიონის ჯანდაცვის განყოფილების გამგე. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი, განყოფილების გამგე, საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1977–1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციური კათედრის ასისტენტი. 1982–1997 წლებში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე. 1997 წლიდან ამავე საავადმყოფოს უფროსი ორდინატორია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებებს, ძირითადად შერეულ ინფექციებს.

1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზოგიერთი ჰაერწვეთოვანი და ნაწლავური შერეული ინფექციების კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგიერთი შერეული ინფექციის კლინიკური თავისებურებები ბავშვებში : ექიმ-ლექტორის დასახმარებლად თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966 გვ. 24

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 74

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]