დედას ლევანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლევან ასაბაშვილი)

დედას ლევანა (ნამდვილი სახელი და გვარი — ლევან ივანეს ძე ასაბაშვილი; დ. 15 დეკემბერი, 1859, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 1934, იქვე) — ქართველი სახალხო მომღერალი. ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი.

დაიბადა და ცხოვრობდა სოფ. შილდაში. ჰქონდა ფართო დიაპაზონის, ძლიერი, მოქნილი, მომხიბლავი ტენორი. დიდი ოსტატობით ასრულებდა კახური სიმღერების კლასიკურ ნიმუშებს: „ჩაკრულოს“, გრძელ „მრავალჟამიერს“, „ხეუროს“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნის“, „ჩონგუროს“, მაყრულებს და სხვა. 1908 წელს კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა იმოგზაურა კახეთში, კერძოდ სოფ. შილდაში, სადაც მოისმინა და ჩაიწერა დედას ლევანასა და მისი მეგობრების მიერ შესრულებული 15 სიმღერა. დედას ლევანათან მეგობრობდნენ ტიციან ტაბიძე, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი. ამ უკანასკნელის ინიციატივითა და მეცადინეობით მოეწყო 1927 წელს მოეწყო დედას ლევანას საჯარო გამოსვლა შილდელ მომღერლებთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე (პოეტ ი. მჭედლიშვილის ინიციატივით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]