ლაყუჩფეხიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაყუჩფეხიანები
Artemia salina 4.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ლაყუჩფეხიანები
ლათინური სახელი
Anostraca

ლაყუჩფეხიანები (ლათ. Anostraca) — უხერხემლო ცხოველების რიგი კიბოსნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 5 მმ - 3 სმ, ზოგჯერ 10 სმ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნახევრადგამჭვირვალე სხეული, რომელსაც ხშირად ნარინჯისფერი ელფერი დაკრავს. ლაყუჩფეხიანები ბინადრობენ გაზაფხულის თოვლისეულ გუბურებში. ცურვის დროს მუცლის მხარე ზემოთ აქვთ ამობრუნებული. ლაყუჩფეხიანების კვერცხები დაფარულია მკვრივი გარსით, რაც იცავს მათ გამოშრობისა და გაყინვისაგან. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ზოგი ლაყუჩფეხიანები პართენოგენეზურად მრავლდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]