ლატვიის დროებით ეროვნული საბჭო
ლატვიის დროებითი ეროვნული საბჭო ასევე ცნობილი როგორც ეროვნული საბჭო (ლატვ. Latviešu Pagaidu Nacionālā padome) — შეიქმნა ლივონიის გუბერნიის ქალაქ ვალკაში, 1917 წლის ძველი სტილით 17 ნოემბერს (ახალი სტილით 29 ნოემბერი). ეროვნული საბჭოში მონაწილეობდნენ ლატვიის ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტი, პოლიტიკური პარტიები, ვიძემის და ლატგალის მიწების დროებითი საბჭოს წარმომადგენლები.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის 14-17 ნოემბერი ლატვიელი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ სანქტ-პეტერბურგში და გადაწყვიტეს შექმნათ საბჭო რომელში შევიდოდა ვიდზემის 3 წარმომადგენელი, 3 ლატგალიდან, 3 კურზემიდან, 2 ლატვიის ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტიდან, 1 ბალტიის ლტოლვილთა ორგანიზაციიდან, 2 ისკოლატიდან (მშრომელთა საბჭო), 2 სამხედროთა საბჭოდან, 1 ფერმერების საბჭოდან, თითო-თითო მემარცხენე და მემარჯვენე სოციალ-დემოკრატებიდან. ასევე თითო შემდეგი პატიებიდან: ესერი, რადიკალ დემოკრატები, ნაციონალ-დემოკრატები. არ ყავდათ წარმომადგენელი ბალტიის გერმანელებს, ებრაელებს, რუსებს და პოლონელ უმცირესობებს.
ეროვნული საბჭოს დდასასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ბრიტანეთისგან დე-ფაქტო აღიარების მოპოვების მიუხედავად, ოკუპანტმა გერმანიამ მის აღიარებაზე უარი განაცხადა და მან მხოლოდ სოციალ-დემოკრატების დომინირებით შექმნილ დემოკრატიულ ბლოკთან დაამყარა ურთიერთობა. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ეროვნული საბჭო და დემოკრატიული ბლოკი სახალხო საბჭოდ (Tautas padome) გაერთიანდნენ.
1918 წლის 18 ნოემბერს ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ უფლებამოსილება გადასცა სახალხო საბჭოს და შეურთდა მას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Latvijas Brīvības cīņas 1918—1920. Enciklopēdija. Rīga:Preses nams, 1999.