ლატა მანგეშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატა მანგეშკარი
Lata Mangeshkar - still 29065 crop.jpg
ლატა მანგეშკარი 2008 წელს
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1929 (87 წლის)
ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი
ეროვნება ინდოელი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი,
კომპოზიტორი, პროდიუსერი
აქტიური 1942–დღემდე
მშობლები მამა: დინანათ მანგეშკარი
დედა: შევანტი მანგეშკარი
ნათესავები აშა ბროსლი (და)
უშა მანგეშკარი (და)
მიინა მანგეშკარი (და)
რიდეინატ მანგეშკარი (ძმა)
ჯილდოები Bharat Ratna (2001)
Padma Vibhushan (1999)
Dadasaheb Phalke Award (1989)
Padma Bhushan (1969)

ლატა მანგეშკარი (ჰინდი: लता मंगेशकर; დ. 28 სექტემბერი, 1929, ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მომღერალი ქალი, რომელმაც დღემდე მოყოლებული 20 ათასზე მეტი სიმღერა შეასრულა, რითაც გინესის რეკორდთა წიგნში შევიდა და, მიუხედავად პოპ-მუსიკაში მოღვაწეობისა, ერთადერთმა ინდოეთის კლასიკური შემოქმედებისთვის უზენაესი ჯილდო მიიღო.

ლატა მანგეშკარმა სიმღერები შეასრულა თითქმის ყველა ფილმში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ინდოეთიდან შემოვიდა. სამშობლოში იგი აღიარებულია, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ვოკალისტი, ”მელოდიის დედოფალი”, ინდუიზმის მიმდევრებისთვის ლატა მანგეშკარი ხელოვნების ქალღმერთ სარასვატის განსახიერებაა.